გსურთ, ჩაერთოთ თქვენი ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის მართვაში?
გსურთ, წვლილი შეიტანოთ თქვენი ფაკულტეტის განვითარებაში?
გამოიყენეთ შესაძლებლობა და გახდით ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს წევრი!
გამოცხადდა ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2 სტუდენტი წევრის არჩევნები.
არჩევნების ორგანიზებისა და ჩატარების მიზნით, უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით შექმნილია საარჩევნო კომისია.
საბჭოს წევრობის მსურველ სტუდენტთა განცხადებების მიღება განხორციელდება 2026 წლის 20 აგვისტოდან 25 აგვისტოს ჩათვლით, უნივერსიტეტის საქმისწარმოების დეპარტამენტში ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@eeu.edu.ge.
ფაკულტეტის საბჭოს წევრობის მსურველმა სტუდენტმა დადგენილ ვადაში დასაბუთებული განცხადებით (განცხადების ფორმა) უნდა მიმართოს საარჩევნო კომისიას საბჭოს წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის მიზნით.
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ საარჩევნო კომისია შეადგენს სტუდენტ კანდიდატთა ერთიან სიას და გადასცემს სტუდენტურ თვითმმართველობას.
ფაკულტეტის საბჭოს სტუდენტი წევრები კანდიდატთა სიიდან აირჩევიან სტუდენტთა თვითმმართველობის მიერ, 2 წლის ვადით, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით.
არჩევნების შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2026 წლის 3 სექტემბრისა.


