აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პერსონალისთვის ამიერიდან ხელმისაწვდომია MyLOFT-ის დისტანციური წვდომის პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს უნივერსიტეტის მიერ გამოწერილ საერთაშორისო სამეცნიერო მონაცემთა ბაზებზე, ელექტრონულ ჟურნალებსა და სხვა საინფორმაციო რესურსებზე წვდომას ნებისმიერი ადგილიდან.
პლატფორმაზე წვდომა შესაძლებელია კორპორატიული ელექტრონულ ფოსტის საშუალებით, რომელზეც EEU-ს სტუდენტები და პერსონალიWelcome Email-ის მიღების შემდეგ ახდენენ ანგარიშის აქტივაციას.
MyLOFT ხელმისაწვდომია როგორც ვებ-პლატფორმის, ისე მობილური აპლიკაციის სახით, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ისარგებლონ უნივერსიტეტის ელექტრონული რესურსებით ნებისმიერი მოწყობილობიდან.
აღნიშნული ინიციატივა მნიშვნელოვნად ამარტივებს სამეცნიერო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და ხელს უწყობს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობის განვითარებას.


