მიმდინარე წლის 27 ივლისს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) განათლების მეცნიერებების ფაკულტეტზე სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა გაიმართა.
განათლების მეცნიერებების (ინგლისურენოვანი) სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტმა, ტარიელ ელაშვილმა, წარმატებით დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი თემაზე: “ინტერაქტიული სიმულაციური სწავლებისა და ტრადიციული მეთოდების ეფექტურობის შეფასება მაგისტრატურის სტუდენტების სასწავლო შედეგების მიხედვით დირექტიულიდან სტუდენტზე ორიენტირებულ სწავლების მასწავლებლის როლების მორგებით”
დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელი იყო ემერიტუსი პროფესორი პოლ გიბსი.
დაცვის პროცედურა მოიცავდა დოქტორანტის კვლევის შედეგების პრეზენტაციას, რასაც მოჰყვა სამეცნიერო დისკუსია. კომისიამ დადებითად შეაფასა კვლევის შედეგები და მიგნებების პრაქტიკული მნიშვნელობა. ნაშრომი ასევე დადებითად შეფასდა ორი საერთაშორისო რეცენზენტის მიერ.
საჯარო დაცვას ესწრებოდნენ EEU-ს ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი, განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის სტუდენტები და ასევე, სხვა დაინტერესებული პირები.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი ულოცავს ტარიელ ელაშვილს სადისერტაციო ნაშრომის წარმატებით დაცვას და უსურვებს მომავალ პროფესიულ და აკადემიურ წარმატებებს!





















