ღონისძიება მიზნად ისახავდა როგორც პროფესიის პატივისცემის გამოხატვას, ისე აკადემიური და პროფესიული წრეების დაახლოებას, ცოდნის, გამოცდილებისა და თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადაყვანას.
სადღესასწაულო მიღებას ესწრებოდნენ პროგრამის მრჩეველთა საბჭოს წევრები, სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელი პირები, ადამიანური რესურსების დეპარტამენტების ხელმძღვანელები, ხელოვნური ინტელექტის სფეროში მომუშავე ექსპერტები და უნივერსიტეტის თანამშრომლები.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ შემდეგი კომპანიებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები:
- ბაზისბანკი;
- თელიანი ველი
- სს „ენერგო-პრო ჯორჯია“
- კარფური
- შპს ,,დიო”
- ჰელიო
- ტრენერთა ასოციაცია
- აგროჰაბი
- ტრანსპორტერი
- UGT -იუჯითი;
- ნიკორა სუპერმარკეტი
- HR.GE
- Tbilisi State Conservatoire;
- McDonald’s Georgia;
- სუფთა სამყარო
- Wissol
ღონისძიება გახსნა EEU-ს ადამიანური რესურსების მართვის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა ლილი ბიბილაშვილმა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას პროფესიული დღე მიულოცა, გააცნო პროგრამის მიზნები, განვითარების სამომავლო ხედვები, მიმართულებები და ისასუბრა პარტნიორული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
აუდიტორიას სიტყვით მიმართა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა კახაბერ ლაზარაშვილმა. მან სტუმრებს ადამიანური რესურსების პროფესიული დღე მიულოცა და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა თანამედროვე სამყაროში ადამიანის რესურსების პროფესიის მზარდ მნიშვნელობაზე, ხაზი გაუსვა უნივერსიტეტის, როგორც განათლების, მეცნიერებისა და ინოვაციის ცენტრის, როლს შრომის ბაზრისთვის კონკურენტუნარიანი და კომპეტენტური თანამშრომლის მომზადების პროცესში.
ღონისძიების მსვლელობისას მონაწილეებმა გამოხატეს თავიანთი მოსაზრებები და მზაობა, მხარდაჭერა აღმოუჩინონ პროგრამის განვითარებას თანამედროვე მოთხოვნებთან და ხელოვნური ინტელექტის ეპოქის რეალიებთან შესაბამისობაში.
ღონისძიების ფარგლებში დამსაქმებლები უნივერსიტეტის წარმომადგენლებსა და სტუდენტებთან აქტიურ დიალოგში ჩაერთნენ, გააზიარეს ხედვები შრომის ბაზრის მოთხოვნებზე, რეკრუტინგის თანამედროვე პრაქტიკებზე და კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე. შეხვედრამ შექმნა დამსაქმებლებსა და სტუდენტებს შორის პირდაპირი კომუნიკაციის სივრცე, რაც ხელს უწყობს სტუდენტების კარიერულ განვითარებას და აძლიერებს მათ დასაქმების პერსპექტივებს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ტრანსფორმაციის გავლენას ადამიანური რესურსების მართვასა და შრომის ბაზარზე. ექსპერტებმა ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ ცვლის AI ტექნოლოგიები რეკრუტინგის პროცესებს, ტალანტების მართვასა და სამუშაო პრაქტიკებს, და ხაზი გაუსვეს მომავლისთვის საჭირო უნარების განვითარების მნიშვნელობას, ასევე აკადემიური პროგრამების ადაპტირების აუცილებლობას თანამედროვე ეკონომიკის მოთხოვნებთან.
დასასრულს, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა და ადამიანური რესურსების მართვის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა ერთად გაჭრეს საზეიმო ტორტი. ღონისძიების არაოფიციალურ ეტაპზე შედგა მეგობრული და პროფესიული დიალოგი ახალ კავშირებსა და ინიციატივებზე.
HR Day-ის მსგავსი ინიციატივებით აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი აქტიურად უწყობს ხელს დამსაქმებლებთან თანამშრომლობის განვითარებას, სტუდენტთა დასაქმების შესაძლებლობების გაძლიერებას და ქმნის სივრცეს, სადაც სტუდენტები უშუალოდ ურთიერთობენ ინდუსტრიის წარმომადგენლებსა და პოტენციურ დამსაქმებლებთან.




















