ღია კარის დღეების ფარგლებში 21 მაისს გაიმართება საინტერესო და ინტერაქციული აქტივობა თემაზე: ,,როგორ ვაქციოთ იდეა წარმატებულ ბიზნეს პროექტად’’.
ღონისძიების მიმდინარეობისას სკოლის მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა, ჯგუფურად შექმნან სიმულაციური ბიზნეს გეგმა და მოიპოვონ პრიზი საუკეთესო პროექტისთვის. საუკეთესო სიმულაციური ბიზნეს გეგმის ავტორებს EEU-სგან გადაეცემათ სასწავლო ვაუჩერები.
ტრენერები:
ვასილ კიკუტაძე – ეკონომიკის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი (EEU);
დავით სიხარულიძე – ეკონომიკის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი (EEU);
თამთა ლეკიშვილი – ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, ასისტენტ-პროფესორი, ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე (EEU).
განრიგი: 21 მაისი, 12:00 საათი
ფორმატი: პირისპირ
ინტერაქციულ აქტივობაზე დასასწრებად გაიარეთ წინასწარი რეგისტრაცია.