გამოცხადდა ინდონეზიის სამთავრობო სტიპენდია Kemitraan Negara Berkembang (KNB). აღნიშნული სტიპენდიით ინდონეზიის მთავრობა საერთაშორისო სტუდენტებს განვითარებადი ქვეყნებიდან სთავაზობს ინდონეზიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლას საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამაზე.
განაცხადების წარდგენის ვადაა 2026 წლის 31 მარტი.
საკონკურსო პირობებისა და პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://knb.kemdiktisaintek.go.id/


