საერთაშორისო საზღვაო სამართლისა და პოლიტიკის ინსტიტუტი წარმოადგენს უნივერსიტეტის კვლევით სტრუქტურულ ერთეულს, რომლის მიზნებია დარგში მოღვაწე ადგილობრივი და უცხოელი მეცნიერებისა და ექსპერტების მონაწილეობით სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება; საზღვაო სამართლისა და პოლიტიკის სფეროში სიღრმისეული კვლევა, გლობალური და რეგიონული საზღვაო სამართლის პროგრესულ განვითარებაში წვლილის შეტანა; მკვლევართა, სტუდენტთა და საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლება საერთაშორისო საზღვაო სამართლის საკითხებში; საქართველოს მიერ მსოფლიო თანამეგობრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე ნაკისრი ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისა და ეროვნული კანონმდებლობის საერთაშორისო სამართლებრივ აქტებთან ჰარმონიზაციის პროცესის ხელშეწყობა.
ინსტიტუტი შეიქმნა 2020 წელს და ამჟამად მუშაობა მიმდინარეობს ერთ კვლევით პროექტზე.