flagEng
flagGeo
+995 32 248 01 41
info@eeu.edu.ge
Facebook
YouTube
  • EEU-ს შესახებ
    • რატომ EEU?
    • რექტორის მისალმება
    • მისია და განვითარების გეგმა
    • მართვა
      • რექტორი
      • წარმომადგენლობითი საბჭო
      • ვიცე-რექტორები
      • ადმინისტრაცია
      • სტრუქტურა
    • ხარისხის უზრუნველყოფა
    • აკადემიური პერსონალი
    • ინფრასტრუქტურა
    • იურიდიული ცნობარი
    • ახალი ამბები
      • სიახლეები
      • ვაკანსიები
  • განათლება
    • ფაკულტეტები
      • იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა
      • განათლების მეცნიერებები
      • ბიზნესი და ინჟინერია
      • ჯანდაცვის მეცნიერებათა
    • პროგრამები
      • საბაკალავრო პროგრამები
      • სამაგისტრო პროგრამები
      • სადოქტორო პროგრამები
      • მასწავლებლის მომზადების პროგრამა
      • სასწავლო პროგრამების კატალოგი
    • უწყვეტი განათლება
    • მიღება
      • ბაკალავრიატი
      • მაგისტრატურა
      • დოქტორანტურა
      • სასერტიფიკატო
      • მობილობა
    • სემესტრული რეგისტრაცია
    • აკადემიური კალენდარი
    • გზამკვლევი
  • კვლევა
    • კვლევის სტრატეგია და ანგარიშები
    • სამეცნიერო კონფერენციები
    • გრანტები
      • მოზიდული გრანტები
      • შიდა საუნივერსიტეტო გრანტები
    • კვლევითი პროექტები
      • მიმდინარე
      • განხორციელებული
    • გამოცემები
    • სამეცნიერო ჟურნალი
    • კვლევითი ერთეულები
    • სადოქტორო კვლევები
      • სადოქტორო და უმაღლესი განათლების კვლევების განვითარების ცენტრი
      • დოქტორანტების ნაშრომები
      • დოქტორანტის გზამკვლევი
    • კვლევის ეთიკა
      • ეთიკის ნორმები და რეგულაციები
      • კვლევის ეთიკის კომიტეტი
    • სიახლეები
  • საერთაშორისო
    • ინტერნაციონალიზაცია
    • საერთაშორისო პარტნიორები
      • უნივერსიტეტები
      • ორგანიზაციები
    • გაცვლითი პროგრამები
    • სიახლეები
    • საერთაშორისო სტუდენტებისთვის
      • პროგრამები
      • სერვისები
      • Covid – 19
    • საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტი
  • ბიბლიოთეკა
    • ბიბლიოთეკის შესახებ
    • ელექტრონული კატალოგი
    • ელექტრონული რესურსები
      • საერთაშორისო მონაცემთა ბაზები
      • ინტერნეტ რესურსები
  • სტუდენტური ცხოვრება
    • სტუდენტური თვითმმართველობა
    • ომბუდსმენის ოფისი
    • დასაქმება
    • დაზღვევა
    • სპორტი
    • კურსდამთავრებულები
    • გალერეა
      • ფოტო
      • ვიდეო
  • კონტაქტი
მიმდინარე სამეცნიერო-კვლევითი პროექტები:
პუბლიკაციები

გიორგი თავაძე (პროფესორი)    

ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელობის ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი

ელ.ფოსტა: g.tavadze@eeu.edu.ge

https://orcid.org/0000-0003-3492-6357

გიორგი თავაძე დაიბადა 1986 წელს ქ. ფოთში. 2003 წელს დაამთავრა ქ. ფოთის ნიკო ნიკოლაძის სახ. გიმნაზია. იმავე წელს ჩააბარა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც 2007 წელს დაამთავრა (ფილოსოფოსის კვალიფიკაციით).

2008-2010 წლებში სწავლობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაზე სპეციალობით – „სიცოცხლის ფილოსოფია“.

2010 წელს წარმატებით დაიცვა სამაგისტრო ნაშრომი თემაზე „თანამედროვეობის კრიტიკა ფრიდრიხ ნიცშეს ‘კერპების მწუხრში’ “ (ხელმძღვანელი – პროფ. თენგიზ ირემაძე).

2011 წელს მოიპოვა როლფ და ურსულა შნაიდერების სამეცნიერო–კვლევითი გრანტი. აღნიშნული გრანტის ფარგლებში, 2011 წლის 1 ივლისიდან 30 სექტემბრამდე, იმყოფებოდა ვოლფენბიუტელში (გერმანია), ჰერცოგ ავგუსტის ბიბლიოთეკაში, სადოქტორო თემის დასამუშავებლად.

2010-2013 წლებში სწავლობდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის დოქტორანტურაში (ფილოსოფიის სპეციალობით). 2013 წელს წარმატებით დაიცვა სადოქტორო ნაშრომი თემაზე: „ფილოსოფიური გეოგრაფია. ახალი ფილოსოფიური დისციპლინის დაფუძნების შესახებ“ (ხელმძღვანელები: პროფ. თენგიზ ირემაძე, პროფ. ჰელმუტ შნაიდერი).

2015 წლის 10 სექტემბრიდან 2016 წლის 10 მარტამდე იმყოფებოდა ადამ მიცკევიჩის უნივერსიტეტში (პოზნანი, პოლონეთი) პროექტ ERASMUS-ის ფარგლებში.

2010 წლიდან გიორგი თავაძე ლექციებს კითხულობს სხვადასხვა ქართულ უნივერსიტეტში. 2020 წლიდან იგი ხელმძღვანელობს ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელობის ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში. 2021 წლის თებერვალში არჩეული იქნა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორად ფილოსოფიის მიმართულებით (იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი).

გიორგი თავაძის სამეცნიერო-კვლევითი ინტერესებია: უმაღლესი განათლების ფილოსოფია, ინტერდისციპლინური პოსტკოლონიური კვლევები, სოციალური და პოლიტიკური ფილოსოფია,  იდეების ისტორია,  ფილოსოფიური გეოგრაფია.

გიორგი თავაძე ეწევა აქტიურ მთარგმნელობით საქმიანობას: მას ქართულად თარგმნილი აქვს ფრიდრიხ ნიცშეს, ჯონ დიუის, თომას პეინის, კარლ შმიტის, იმანუელ კანტის და სხვა მოაზროვნეთა ნაშრომები.

დოქტორანტთა ხელმძღვანელობა

 

ვუხელმძღვანელებ დოქტორანტებს შემდეგ საკვლევ საკითხებთან დაკავშირებით:

  • უმაღლესი განათლების ფილოსოფია (უნივერსიტეტის იდეა, უნივერსიტეტის პასუხისმგებლობები, აკადემიური თავისუფლება, უმაღლესი განათლების პრობლემების ფილოსოფიური ანალიზი სოციალური და პოლიტიკური ფილოსოფიის ჭრილში, ექსპერიმენტალური პედაგოგიკა, უნივერსიტეტი და საჯარო სიკეთე, ფემინიზმი)
  • განათლების ფილოსოფია (კრიტიკული თეორია, ექსისტენციალიზმი, განათლება და დემოკრატია, კურიკულუმი, ფემინიზმი)
  • განათლების პოლიტიკა და მართვა (უმაღლესი განათლების რეფორმები, სტუდენტთა ჩართულობა უნივერსიტეტის მართვაში, გლობალიზაცია და განათლების პოლიტიკა), თვისებრივი კვლევის მეთოდების გამოყენებით
მიმდინარე სამეცნიერო-კვლევითი პროექტები:
  • მეცნიერული კვლევების ინტერნაციონალიზაცია საქართველოში (1991-2021) და მისი ზეგავლენა პროფესორ-მასწავლებლების აკადემიურ საქმიანობაზე (დაფინანსებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული  სამეცნიერო ფონდის მიერ)
  • ტრადიციის ადრესატად გახდომა: ჰერმენევტიკული მიდგომა განათლების ფილოსოფიის ქართული ტრადიციისადმი
  • ადგილებით აღსავსე უნივერსიტეტისკენ: ადგილები და სივრცეები უნივერსიტეტის შიგნით და მის მიღმა

ვითანამშრომლებ დაინტერესებულ მკვლევრებთან შემდეგი საკითხების შესახებ:

  • ადგილებით აღსავსე უნივერსიტეტის შექმნა ექსპერიმენტალური პედაგოგიკის გამოყენებით (ადგილი როგორც მნიშვნელობისა და მიჯაჭვულობის ცენტრი, ადგილების სამყაროს შესწავლა, ახალი ადგილებისა და სივრცეების შექმნა უნივერსიტეტში, უცხოს აღმოჩენა და ექსისტენციალური ნდობის კულტივირება, ონტოლოგიური განათლება, ფილოსოფიური გეოგრაფია)
  • ინტერდისციპლინური პოსტკოლონიური კვლევები (პოსტსაბჭოთა სივრცეზე აქცენტირებით)
  • ცოდნის სოციალიზმი და მისი პრინციპების პრაქტიკაში განხორციელება
  • უმაღლესი განათლების ეკონომიკური მოდელები vs უმაღლესი განათლების სოციალური მოდელები
  • კვლევის, სწავლებისა და კურიკულუმის ინტერნაციონალიზაცია, ინტერნაციონალიზაცია ადგილზე
  • კვლევისა და სწავლების ინტეგრაცია
  • განათლების პოლიტიკა და მმართველობა
პუბლიკაციები
მონოგრაფიები:

  • „პოსტკოლონიური ინტერვენციები II. მერაბ მამარდაშვილი პოსტკოლონიური კვლევების ჭრილში“, თბილისი: ვარლამ ჩერქეზიშვილის სახ. ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრი, 2024 წ.
  • „უმაღლესი განათლების ფილოსოფია: თანამედროვე გამოწვევები და პერსპექტივები“, თბილისი: ვარლამ ჩერქეზიშვილის სახ. ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრი, 2022 წ.
  • „პოსტკოლონიური ინტერვენციები I. ჰომო სოვიეტიკუსის ფენომენი საბჭოთა იდეოლოგიური განზომილების კონტექსტში: ფილოსოფიური ანალიზი, თბილისი: ვარლამ ჩერქეზიშვილის სახ. ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრი, 2021 წ.
  • „ფილოსოფიური გეოგრაფია: ისტორია, პრობლემები, პერსპექტივები“. თბილისი: „ნეკერი“, 2016 წ.
  • „შატილი ფილოსოფიური გეოგრაფიის პერსპექტივიდან“, თბილისი: „ნეკერი“, 2013 წ., ქართულ და ინგლისურ ენებზე.

თანაავტორობით გამოცემული:

  • პოლიტიკური ფილოსოფია. ნარკვევები (გ. ხუროშვილთან ერთად). ტ. 1, თბილისი: „ნეკერი“, 2016 წ.; ტ. 2, თბილისი: „ნეკერი“, 2017 წ.

რედაქტირება:

  •  „კოლონიური და პოსტკოლონიური მემკვიდრეობა: წარსული, აწმყო და მომავალი“, თბილისი: ვარლამ ჩერქეზიშვილის სახ. ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრი, 2023 წ.
  • ბრაიან ბიქსი, „იურისპრუდენცია: თეორია და კონტექსტი“, თბილისი: ვარლამ ჩერქეზიშვილის სახ. ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრი, 2023 წ.
  • ბერტრან რასელი, „დასავლური ფილოსოფიის ისტორია“, თბილისი: ვარლამ ჩერქეზიშვილის სახ. ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრი, 2023 წ.
  • „უნივერსიტეტები მოძრაობაში: გამოწვევები და პასუხისმგებლობები“. რედ.: შალვა მაჭავარიანი, გიორგი თავაძე, თბილისი: ვარლამ ჩერქეზიშვილის სახ. ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრი, 2022 წ.
  • „მეცნიერება და რელიგია: დიალოგი, კონფლიქტი, თუ იზოლაცია?“ შემდგენელი: გ. თავაძე, რედაქტორი: მანანა სანაია. თბილისი: ვარლამ ჩერქეზიშვილის სახ. ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრი, 2021 წ.
  • ჟან გრონდენი, „რელიგიის ფილოსოფია“, თარგმნა დ. ლაბუჩიძემ. რედ.: თ. ირემაძე, გ. თავაძე, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2018 წ.
  • ამერიკელ განმანათლებელთა პოლიტიკური ესეები. თარგმნა გ. ხუროშვილმა. რედ.: თ. ირემაძე, ლ. ზაქარაძე, გ. თავაძე, თბილისი: გრიგოლ რობაქიძის სახ. უნივერსიტეტი, 2013 წ.
  • ალექსის დე ტოკვილი, „დემოკრატია ამერიკაში“, თარგმნა დ. ლაბუჩიძემ. რედ.: თ. ირემაძე, ლ. ზაქარაძე, გ. თავაძე, თბილისი: გრიგოლ რობაქიძის სახ. უნივერსიტეტი, 2011 წ.

 

სახელმძღვანელოები:

  • „შესავალი პოლიტიკურ ფილოსოფიაში” (შემდგენელი), თბილისი: ვარლამ ჩერქეზიშვილის სახ. ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრი, 2022 წ.

სამეცნიერო სტატიები:

  • Oleksiyenko, A. V., & Tavadze, G. (2024). Decolonization of Post-Soviet Higher Education: Critical Inquiry Through a Reflexive Scholarly Dialogue. Cultural Studies ↔ Critical Methodologies, 0(0). https://doi.org/10.1177/15327086241266217
  • The Post-Soviet Scholar: From the Spaces of Inaction Towards Public Thinking and Multiple Agoras. In: Gibbs, P., de Rijke, V., Peterson, A. (eds) The Contemporary Scholar in Higher Education. Palgrave Macmillan, Cham (2024). https://doi.org/10.1007/978-3-031-59435-9_9
  • Giorgi Tavadze (2023), “From the thin concept of quality to the thick one: remedial responsibilities of the universities”, Quality in Higher Education, 29:1, 102-115, https://doi.org/10.1080/13538322.2022.2100624
  • Paul Gibbs, George Sharvashidze, Irma Grdzelidze, David Cherkezishvili, Tamar Sanikidze, George Lazarashvili, Giorgi Tavadze (2022), “A study into Georgian universities’ approach to the national standards of quality for teaching and learning”, Journal of Further and Higher Education, DOI: 10.1080/0309877X.2022.2091922
  • „შეუძლია თუ არა მეცნიერებას, სასარგებლო იყოს რელიგიისთვის? კულტურის ანთროპოლოგიის პერსპექტივა“, კრებულში: „მეცნიერება და რელიგია: დიალოგი, კონფლიქტი, თუ იზოლაცია?“ შემდგენელი: გ. თავაძე, რედაქტორი: მანანა სანაია. თბილისი: ვარლამ ჩერქეზიშვილის სახ. ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრი, 2021 წ., გვ. 131-151.
  • „მარადიული მშვიდობა: განუხორციელებელი უტოპია თუ პოლიტიკური იდეალი? განაზრებანი იმანუელ კანტის ნაშრომზე მარადიული მშვიდობისკენ“, წიგნში: იმანუელ კანტი, „მარადიული მშვიდობისკენ. ფილოსოფიური მონახაზი“. თარგმნა გ. თავაძემ, რედაქტორი: ზაზა რუხაძე. თბილისი: გამომცემლობა „აქტი“, 2020 წ., გვ. 9-86.
  • „დავუშვათ, რომ ჭეშმარიტება ქალია“: ფრიდრიხ ნიცშე სიკეთისა და ბოროტების მიღმა“, წიგნში: ფრიდრიხ ნიცშე, „სიკეთისა და ბოროტების მიღმა. პრელუდია მომავლის ფილოსოფიისთვის“, გერმანულიდან თარგმნა ვ. გორგიშელმა, რედაქტორი: გ. თავაძე, თბილისი: გამომცემლობა „აქტი“, 2020 წ., გვ. 7-30.
  • „ნიცშეს „ანტიქრისტე“ და ორად გახლეჩილი ისტორია“, წიგნში: ფრიდრიხ ნიცშე, „ანტიქრისტე“. გერმანულიდან თარგმნა ვ. გორგიშელმა, რედაქტორი: გ. თავაძე, თბილისი: გამომცემლობა „აქტი“, 2020 წ., გვ. 7-18.
  • „ფრიდრიხ ნიცშე და მისი კერპების მწუხრი“, წიგნში: ფრიდრიხ ნიცშე, „კერპების მწუხრი, ანუ როგორ ფილოსოფოსობენ ჩაქუჩით“, გერმანულიდან თარგმნა, გამოკვლევა და შენიშვნები დაურთო გ. თავაძემ, რედაქტორი: თამარ ჩოკორაია. თბილისი: „ნეკერი“, 2018 წ., გვ. 5-27.
  • “Academy of Gelati as a pivotal topos of Caucasian philosophy and its importance for Georgian philosophical thought”, in: U. R. Jeck, T. Iremadze, Veritas et subtilitas. Truth and Subtlety in the history of philosophy. Essays in memory of Burkhard Mojsisch (1944-2015), Bochumer Studien zur Philosophie, Bd. 59, Amsterdam / Philadelphia: John Benjamins, 2018, pp. 135-148.
  • „უნივერსიტეტების წარმოშობა შუა საუკუნეებში“, იხ. „თანამედროვე უნივერსიტეტის მისია“, რედ. მიტროპოლიტი გრიგოლი, უ. რ. იეკი, თ, ირემაძე, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2018 წ., გვ. 55-77.
  • „ფილოსოფოსი გამოქვაბულიდან: მერაბ მამარდაშვილი თავისუფლების შესახებ“, იხ. „თავისუფლების იდეა ფილოსოფიაში, თეოლოგიასა და სოციალურ მეცნიერებებში“, რედ.: თ. ირემაძე, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2016 წ., გვ. 164-178.
  • „გელათი როგორც კავკასიური ფილოსოფიის საკვანძო ტოპოსი და მისი მნიშვნელობა ქართული ფილოსოფიური აზროვნებისათვის“, იხ. „ფილოსოფია და თეოლოგია შუა საუკუნეების საქართველოში“, რედ.: თ. ირემაძე, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2016 წ., გვ. 179-193.
  • „ახალი რუსული იმპერიალიზმი და საქართველო: რუსეთის ძალადობრივი სივრცობრივი პოლიტიკა“, იხ. „ახალი რუსული იმპერიალიზმი და კავკასია“, რედ.: თ. ირემაძე, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2015 წ., გვ. 69-96.
  • “Place as Gathering: Building, Care, and Dwelling”, Environmental & Architectural Phenomenology, vol. 26 (2015), pp. 6-8.
  • „რუკების ძალა. გელათი და „კავკასიური ფილოსოფიის“ ცნება ინტერკულტურული ფილოსოფიის ჭრილში“, სამეცნიერო სერია „აღმოსავლეთი და დასავლეთი – კულტურათა დიალოგი 2“, თბილისი: გამომცემლობა „ნეკერი“, 2013 წ. 52 გვ., დაიბეჭდა შეცვლილი სათაურით – „გელათი და „კავკასიური ფილოსოფიის“ ცნება ინტერკულტურული ფილოსოფიის ჭრილში“ – კრებულში: „ახალი დროის ქართული ფილოსოფია და მისი მთავარი წარმომადგენლები“, რედ. თ. ირემაძე, თბილისი: გამომცემლობა „ფავორიტი სტილი“, 2014 წ., გვ. 136-156.
  • „ჯონ დიუი – რადიკალური დემოკრატიის მესიტყვე“, იხ. ჯონ დიუი, „თავისუფლება და კულტურა“, ინგლისურიდან თარგმნა გ. თავაძემ, თბილისი: გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2014 წ., გვ. 6-18.
  • ”New Russian imperialism and Georgia: violent spatial practices, disrupted places, and destabilized spaces”, European Scientific Journal, special edition, vol. 2 (November, 2014), pp. 127-136.
  • „უადგილობის საფრთხე: ადგილები და მათი მნიშვნელობა თანამედროვე სამყაროში“, „უფლის ციხე“, საქართველოს საპატრიარქოს გამომცემლობა, 3 (2014), გვ. 103-110
  • „ურბანული სოციოლოგიის ორი პოლუსი: ‘მშვიდობიანი’ ურბანიზმიდან ‘ახალ სამხედრო ურბანიზმამდე’ (გეორგ ზიმელი, ლუის ვირთი, სტივენ გრეჰემი)“, იხ. „ფილოსოფიური ურბანისტიკა“, თ. ირემაძე, ჰ. შნაიდერი (რედ.), თბილისი: „ნეკერი“, 2014 წ., გვ. 97-121.
  • “Watsuji Tetsurô’s climatic philosophy and its importance to philosophical geography”, Philosophie und Sozialtheorie (series editors: Tengiz Iremadze, Udo Reinhold Jeck, Helmut Schneider), Bd. 1: Leben verstehen, 2014, pp. 103-109.
  • “Empirical dimension of philosophical geography”, European Scientific Journal, special edition, vol. 2 (December, 2013), pp. 522-527.
  • “Land and sea: Carl Schmitt’s philosophical geography”, European Scientific Journal (2013, July Special Edition), pp. 44-53.
  • „მარტინ ჰაიდეგერი და ვაცუჯი ტეცურო: ადგილი, სივრცე და კლიმატი“, იხ. „აღმოსავლეთი და დასავლეთი. ინტერკულტურული და ინტერდისციპლინური კვლევები“, რედაქტორ-შემდგენლები: თ. ირემაძე და გ. თევზაძე, თბილისი: „ნეკერი“, 2012 წ., გვ. 133-152.
  • „თომას პეინი – თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი“, იხ. თომას პეინი, „საღი აზრი“, ინგლისურიდან თარგმნა გ. თავაძემ, თბილისი: „ნეკერი“, 2012 წ., გვ. 9-22.
  • „მერაბ მამარდაშვილის რეცეფცია უცხოეთში (ფილოსოფიური ენციკლოპედიები და ლექსიკონები)“, იხ. „ევროპული პასუხისმგებლობა“ (მერაბ მამარდაშვილის დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალები), რედაქტორი: თ. ირემაძე, თბილისი: „ნეკერი“, 2011 წ., გვ. 76-92.
  • „ადამიანი-დინამიტი. ფრიდრიხ ნიცშეს პიროვნება და მისი ამოცანა Ecce homo-ს მიხედვით“, იხ. ფრიდრიხ ნიცშე: „Ecce homo. როგორ ხდება ადამიანი ის, რაც ის არის“, გერმანულიდან თარგმნა, გამოკვლევა და შენიშვნები დაურთო გ. თავაძემ, თბილისი: „ნეკერი“, 2011 წ., გვ. 227-242.
  • „ნიცშეს ფილოსოფიის გაგების მეტაკრიტიკისათვის. გრ. რობაქიძისა და დ. კასრაძის პოლემიკა ნიცშეს თანამედროვე კვლევების კონტექსტში“, იხ. “გრიგოლ რობაქიძე და თანამედროვე აზროვნება“, რედაქტორები: მ. თავხელიძე, თ. ირემაძე, თბილისი: „ნეკერი“, 2011 წ., გვ. 44-58.
  • „თავისუფლების პრობლემა ჰერბერტ სპენსერთან ინდივიდისა და სახელმწიფოს ურთიერთმიმართების კონტექსტში“, იხ. ჰ. შნაიდერი, ლ. ზაქარაძე, გ. თავაძე, დ. ლაბუჩიძე, თ. ირემაძე: „რა არის თავისუფლება? დიდი მოაზროვნეები თავისუფლების შესახებ (შ. ლ. მონტესკიე, ჟ. ჟ. რუსო, გ. ვ. ფ. ჰეგელი, ჰ. სპენსერი, ე. ფრომი)“, თბილისი: „ნეკერი“, 2010 წ., გვ. 62-90.
  • კარლ შმიტის ‘პერსპექტივისტული’ ფილოსოფიური გეოგრაფია“, იხ. კ. შმიტი, „ხმელეთი და ზღვა. მსოფლიო-ისტორიული განაზრება“, გერმანულიდან თარგმნა გ. თავაძემ, თბილისი: „ნეკერი“, 2010 წ., გვ. 7-44.
  • „ფილოსოფიური გეოგრაფია (მნიშვნელობა, თანამედროვეობა, პერსპექტივები)“, იხ. ჰელმუტ შნაიდერი, „ფილოსოფიური გეოგრაფია“, თბილისი:  „ნეკერი“, 2010 წ., გვ. 22-43.
  • ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრი
  • ვარლამ ჩერქეზიშვილის შესახებ
  • სიახლეები
  • მკვლევრები
  • კვლევა
    • ინტერდისციპლინური პოსტკოლონიური კვლევები
    • განათლების ინტერდისციპლინური კვლევები
    • პოლიტიკისა და სამართლის ფილოსოფია
    • პუბლიკაციები
  • ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელობის ლექციები
  • InterDigital
  • კონტაქტი

სწრაფი ბმულები

უწყვეტი განათლების ცენტრი

FAQs

პედაგოგის ბაზა - EEU-EL

სტუდენტის ბაზა EEU-EL

საერთაშორისო პარტნიორები

დასაქმება

ბიბლიოთეკა

კონტაქტი

კამპუსი 1: ქ. თბილისი, ი. ენუქიძის ქ. 6 (დავით აღმაშენებლის ხეივანი, ამერიკის საელჩოს მიმდებარედ)
კამპუსი 2: ქ. თბილისი, ტ. ფუტკარაძის ქ. 1
+995 32 248 01 41;
info@eeu.edu.ge
Email
Facebook
YouTube
© 2021 East European University