flagEng
flagGeo
+995 32 248 01 41
info@eeu.edu.ge
Facebook
YouTube
  • EEU-ს შესახებ
    • რატომ EEU?
    • რექტორის მისალმება
    • მისია და განვითარების გეგმა
    • მართვა
      • რექტორი
      • წარმომადგენლობითი საბჭო
      • ვიცე-რექტორები
      • ადმინისტრაცია
      • სტრუქტურა
    • ხარისხის უზრუნველყოფა
    • აკადემიური პერსონალი
    • ინფრასტრუქტურა
    • იურიდიული ცნობარი
    • ახალი ამბები
      • სიახლეები
      • ვაკანსიები
  • განათლება
    • ფაკულტეტები
      • იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა
      • განათლების მეცნიერებები
      • ბიზნესი და ინჟინერია
      • ჯანდაცვის მეცნიერებათა
    • პროგრამები
      • საბაკალავრო პროგრამები
      • სამაგისტრო პროგრამები
      • სადოქტორო პროგრამები
      • მასწავლებლის მომზადების პროგრამა
      • სასწავლო პროგრამების კატალოგი
    • უწყვეტი განათლება
    • მიღება
      • ბაკალავრიატი
      • მაგისტრატურა
      • დოქტორანტურა
      • სასერტიფიკატო
      • მობილობა
    • სემესტრული რეგისტრაცია
    • აკადემიური კალენდარი
    • გზამკვლევი
  • კვლევა
    • კვლევის სტრატეგია და ანგარიშები
    • სამეცნიერო კონფერენციები
    • გრანტები
      • მოზიდული გრანტები
      • შიდა საუნივერსიტეტო გრანტები
    • კვლევითი პროექტები
      • მიმდინარე
      • განხორციელებული
    • გამოცემები
    • სამეცნიერო ჟურნალი
    • კვლევითი ერთეულები
    • სადოქტორო კვლევები
      • სადოქტორო და უმაღლესი განათლების კვლევების განვითარების ცენტრი
      • დოქტორანტების ნაშრომები
      • დოქტორანტის გზამკვლევი
    • კვლევის ეთიკა
      • ეთიკის ნორმები და რეგულაციები
      • კვლევის ეთიკის კომიტეტი
    • სიახლეები
  • საერთაშორისო
    • ინტერნაციონალიზაცია
    • საერთაშორისო პარტნიორები
      • უნივერსიტეტები
      • ორგანიზაციები
    • გაცვლითი პროგრამები
    • სიახლეები
    • საერთაშორისო სტუდენტებისთვის
      • პროგრამები
      • სერვისები
      • Covid – 19
    • საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტი
  • ბიბლიოთეკა
    • ბიბლიოთეკის შესახებ
    • ელექტრონული კატალოგი
    • ელექტრონული რესურსები
      • საერთაშორისო მონაცემთა ბაზები
      • ინტერნეტ რესურსები
  • სტუდენტური ცხოვრება
    • სტუდენტური თვითმმართველობა
    • ომბუდსმენის ოფისი
    • დასაქმება
    • დაზღვევა
    • სპორტი
    • კურსდამთავრებულები
    • გალერეა
      • ფოტო
      • ვიდეო
  • კონტაქტი

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში პოლონეთსა და ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპაში ცნობილ მკვლევრებთან – კშიშტოფ კოზლოვსკისა და ფილიპ ბრიიკასთან შეხვედრა გაიმართა

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) ორგანიზებით 29 მაისს, EEU-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის გაიმართა შეხვედრა პოლონეთსა და ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპაში  ცნობილ მკვლევრებთან. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში პოლონეთის ელჩი მარიუშ მაშკიევიჩი  და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორი კახაბერ ლაზარაშვილი.

შეხვედრის თემას წარმოადგენდა დეზინფორმაციის მუშაობის თავისებურება: თანამედროვე რუსეთის ამბავი.

ღონისძიების სპიკერები იყვნენ:

კშიშტოფ კოზლოვსკი –  ვარშავის ეკონომიკის სკოლის (SGH) ვიცე-რექტორი სასწავლო და სტუდენტურ საკითხებში, საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის (SGH) ხელმძღვანელი. ის ახორციელებს კვლევებს პოლიტიკურ თეორიაზე, მეცნიერებათა მეთოდოლოგიასა და თამაშების თეორიაზე. კშიშტოფ კოზლოვსკი არის მრავალი პუბლიკაციის ავტორი ცენტრალური და აღმოსავლეთ აზიის შესახებ;

ფილიპ ბრიიკა – საერთაშორისო უსაფრთხოების პროგრამის ანალიტიკოსი, პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის ასისტენტ-პროფესორი. ის არის ნატოს საჯარო დიპლომატიის სამმართველოს კვლევითი გრანტებით დაფინანსებული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო პროექტების მონაწილე. მისი საექსპერტო სფერო მოიცავს ჰიბრიდულ საფრთხეებს და ნატო/ევროკავშირის კრიზისებზე რეაგირების ოპერაციებს.

მოწვეულმა სტუმრებმა განიხილეს ის ელემენტები, რომლებიც რუსეთის ფედერაციის საინფორმაციო ომის განუყოფელი ნაწილია.

შეხვედრას მოდერაციას უწევდა გრიგოლ ჯულუხიძე –  EEU-ს ასოცირებული პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი, ანალიტიკური ცენტრის ,,საგარეო პოლიტიკის საბჭოს’’ დამფუძნებელი და დირექტორი, პოლონეთის პარლამენტის  ვიშეგრადის ჯგუფის სახელმწიფოთა ანალიტიკოსი, მისი კვლევის სფეროს წარმოადგენს ვიშეგრადის სახელმწიფოების პოლიტიკური სისტემებისა და რუსული პროპაგანდის მიმართულება.

ღონისძიების ფარგლებში ასევე განხორციელდა წიგნის, „დეზინფორმაციის საწინააღმდეგო პლატფორმა” პრეზენტაცია. ავტორებმა აღნიშნული წიგნი აუდიტორიას საჩუქრად გადასცეს.

ბოლოს კი გაიმართა შემაჯამებელი დისკუსია, რომელშიც აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები აქტიურად ჩაერთვნენ.

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში კიბერუსაფრთხოების შესახებ საჯარო ლექცია გაიმართა
სკოლის მოსწავლეებისთვის გაიმართა EEU-ს რექტორის, კახაბერ ლაზარაშვილის საჯარო ლექცია: ,,ურთიერთობები, ჯანმრთელობა და განათლება”

სწრაფი ბმულები

უწყვეტი განათლების ცენტრი

FAQs

პედაგოგის ბაზა - EEU-EL

სტუდენტის ბაზა EEU-EL

საერთაშორისო პარტნიორები

დასაქმება

ბიბლიოთეკა

კონტაქტი

კამპუსი 1: ქ. თბილისი, ი. ენუქიძის ქ. 6 (დავით აღმაშენებლის ხეივანი, ამერიკის საელჩოს მიმდებარედ)
კამპუსი 2: ქ. თბილისი, ტ. ფუტკარაძის ქ. 1
+995 32 248 01 41;
info@eeu.edu.ge
Email
Facebook
YouTube
© 2021 East European University