აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (თბილისი, საქართველო) ფრესენიუსის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტთან (Hochschule Fresenius University of Applied Sciences, კიოლნი, გერმანია) პარტნიორობით 2022 წლის 4 ნოემბერს მართავს საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას ,,ციფრული მენეჯმენტი Covid 19 პანდემიისა და პოსტ–პანდემიურ პირობებში“.
კონფერენციის საორგანიზაციო კომისიის ხელმძღვანელები:
- პროფესორი, დოქტორი რიჩარდ გეიბელი, ფრესენიუსის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი;
- პროფესორი, დოქტორი შალვა მაჭავარიანი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი.


