რევაზ ცირეკიძე არის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვის დეპარტამენტის უფროსი. იგი პასუხისმგებელია ინფორმაციული ტექნოლოგიების რესურსების ეფექტიანად მართვასა და განვითარებაზე. ასევე, უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვის პოლიტიკის განხორციელებაზე, ერთიანი კომპიუტერული და სატელეკომუნიკაციო ქსელის დაცულობასა და უსაფრთხოებაზე, ინფორმაციული ტექნოლოგიების რისკების მართვაზე.
რევაზ ცირეკიძეს აქვს ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვის მიმართულებით საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება და სხვადასხვა წლებში იკავებდა წამყვან მენეჯერულ პოზიციებს.