ჯილდა ჭეიშვილი (ასოცირებული პროფესორი)
საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი;
მიმართულება: ჯანდაცვა (საზოგადოებრივი ჯანდაცვა).
ჯილდა ჭეიშვილი მას აქვს მრავალწლიანი პედაგოგიური და პროფესიული საქმიანობის გამოცდილება, გასულ წლებში იყო შპს „ბაუ ბათუმი ინთერნეიშენალ იუნივერსითი“-ის ხარისხის სამსახურის უფროსი, შპს ქუთაისის ტრენინგ ცენტრის სამედიცინო ტრენინგების მიმართულების კოორდინატორი, შ.პ.ს წყალტუბოს რაიონული საავადმყოფოს კლინიკის დირექტორი, კორპორაცია პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისათვის საექთნო პროგრამის ტრენერი, საქართველოს სოციალური მომსახურეობის სამსახურის ოჯახის ექიმი, შ.პ.ს „წყალტუბოს სამშობიარო სახლი“-ს და შ.პ.ს „ბომონდი“-ს ექიმი ნეონატოლოგი, დედათა და ბავშვთა სამხარეო დიაგნოსტიკური ცენტრის უმცროსი ექიმი ნეონატოლოგი. ფლობს ზოგადი პროფილის პედიატრის მაგისტრისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორის ხარისხებს, ასევე განათლება მიიღო ჩესტერის უნივერსიტეტში (ინგლისი), ფლობს სახელმწიფო სერთიფიკატებს ნებადართული სპეციალობით „ზოგადი პროფილის ექიმი პედიატრი“ და ნეონატოლოგი. დღემდე არის არის თბილისის ღია უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის დეკანი.
ჯილდა ჭეიშვილი აქტიურად ეწევა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. არის არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო პუბლიკაციის და რამდენიმე მონოგრაფიის ავტორი, საერთაშორისო და ადგილობრივი კონფერენციის, ვორკშპის, სემინარის მონაწილე და მომხსენებელი, ასევე, აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო პროექტებში, ამჟამად არის ერასმუს+ პროგრამის ერთ-ერთი პროექტის ხელმძღვანელი (2018-2020 წლები ჩესტერის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი). გავლილი აქვს საერთაშორისო და ადგილობრივი პროფესიული განვითარების კურსები.