ლატვიის სახელმწიფო 2023 – 2024 აკადემიური წლისთვის სასტიპენდიო პროგრამებზე სტუდენტებისა და მკვლევრების მიღებას აცხადებს.
პროგრამის პირობები:
- ბაკალავრიატის სტუდენტები, რომლებმაც უკვე დაასრულეს არანაკლებ 1 წელი რომელიმე უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებელში (HEI);
- მაგისტრები და დოქტორანტები ნებისმიერი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან
სტიპენდიის ოდენობა:
- ბაკალავრის ან მაგისტრატურის სტუდენტებისთვის თვეში 500 ევრო;
- დოქტორანტებისათვის თვეში 700 ევრო
განაცხადის შესატანად საჭირო დოკუმენტები:
- წერილის ასლი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან (HEI);
- რეზიუმე;
- სამოტივაციო წერილი;
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი და ბოლო ორი სემესტრის ნიშნების ფურცელი);
- სარეკომენდაციო წერილები;
- სასწავლო გეგმა;
- ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი
რეგისტრაციის პირობები:
- სტიპენდიაზე განაცხადის შეტანამდე განმცხადებელმა უნდა აირჩიოს საგანმანათლებლო პროგრამა ლატვიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
- სტიპენდიაზე განაცხადის შეტანამდე განმცხადებელმა შერჩეულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ლატვიის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან მიღების წერილი უნდა მიიღოს.
განცხადებების მიღება წარმოებს 2023 წლის 1 თებერვლიდან 1 აპრილამდე.
რეგისტრაციის გასავლელად მიჰყევით ბმულს: https://scholarships.viaa.gov.lv/en/login
დამატებითი ინფორმაციისათვის ლატვიის სახელმწიფოს სტიპენდიის თაობაზე, ეწვიეთ ბმულს