2025 წლის 2 ივნისს, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში (EEU) იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: „შუამდგომლობების დაყენება გამოძიებასა და სამართალწარმოების დროს – პრაქტიკული უნარები და სტრატეგიები“.
კურსის მიზანს წარმოადგენდა პრაქტიკული ცოდნისა და იმ საჭირო უნარების მიღება, რომლებიც გამოძიებასა და სასამართლო პროცესზე შუამდგომლობების ეფექტურად მოსამზადებლად და წარსადგენადაა აუცილებელი.
ტრენინგს უძღვებოდა მენტორი ადვოკატი ნანა ფილაური, რომელმაც შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებს გააცნო შემდეგი საკითხები:
- შუამდგომლობის სამართლებრივი საფუძვლები, არსი და ფორმები გამოძიებასა და სამართალწარმოებაში;
- შუამდგომლობის მომზადების ტექნიკა, ფორმულირების პრინციპები და სტრუქტურა;
- ეფექტური კომუნიკაცია სასამართლოში;
- რეალური მაგალითების ანალიზი სამოქალაქო, სისხლის სამართლისა და გამოძიების საქმეებიდან.
აღნიშნული ღონისძიება ხელს უწყობს სტუდენტების პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებას და მათ პროფესიულ განვითარებას. ღონისძიება დასრულდა სტუდენტების აქტიური დისკუსიით.
ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.