ლალი ჩაგელიშვილი-აგლაძე არის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგილე. იგი პასუხისმგებელია უნივერსიტეტის შიდა ხარისხის უზრუნველყოფის პროცესების თანმიმდევრულ და ეფეტიან განხორციელებაზე.
ლალი ჩაგელიშვილი-აგლაძე 2020 წლიდან არის სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოების წევრი, ექსპერტი. იგი წლების განმავლობაში ეწევა აქტიურ საქმიანობას უმაღლესი და პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით.


