იურიდიული დეპარტამენტი არის უნივერსიტეტის ადმინისტრაციული სტრუქტურული ერთეული, რომლის მიზანია უნივერსიტეტის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა.
დეპარტამენტი საკუთარი მიზნის მიღწევისთვის:
- ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობასთან უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტების შესაბამისობის უზრუნველყოფას;
- უზრუნველყოფს უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტების, მათში შესატანი ცვლილებების, ხელშეკრულებებისა და სხვა დოკუმენტების პროექტების მომზადებას ან/და სამართლებრივ ექსპერტიზას;
- კონსულტაციას უწევს უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულებს, სტუდენტებსა და პერსონალს საგანმანათლებლო საქმიანობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე;
- ახორციელებს უნივერსიტეტის წარმომადგენლობით უფლებამოსილებას სამივე ინსტანციის სასამართლოსა და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში კანონმდებლობით დადგენილი წესით;
- კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს უნივერსიტეტში შემოსული ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საჩივრებს, განცხადებებს, ან/და იღებს მონაწილეობას მათ განხილვაში;
- ახორციელებს დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებსა და ამოცანებს.