აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) სტუდენტური კლუბის “Neurozeal” და ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, 2025 წლის 25 დეკემბერს, 12:00 საათზე, EEU დიდ საკონფერენციო დარბაზში გაიმართება საგანმანათლებლო-პრაქტიკული ვორქშოპი „ცხოვრება ინსულტთან ერთად“.
ღონისძიების მიზანია ინსულტის შესახებ კლინიკური ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გაღრმავება — დაავადების კლინიკური გამოვლინებიდან და გადაუდებელი მართვიდან დაწყებული, აღდგენისა და რეაბილიტაციის პროცესის ჩათვლით. ღონისძიება განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ინსულტის შემდეგ განვითარებულ ფიზიკურ, კოგნიტიურ და ფსიქოსოციალურ შეზღუდვებს და მათ გავლენას პაციენტის ცხოვრების ხარისხზე, დამოუკიდებლობასა და სოციალურ ჩართულობაზე.
ღონისძიების თემატიკა:
- ტვინის გამოსახულებითი კვლევების (CT/MRI) გამოყენებას ინსულტის დიაგნოსტიკაში და სხვადასხვა ტიპის ინსულტის ამოცნობაში;
- ემპათიისა და პაციენტზე ორიენტირებული მიდგომის განხილვას ინსულტის შემდეგ ცხოვრების კონტექსტში;
- გადაუდებელი რეაგირების პრაქტიკულ სიმულაციას მწვავე ინსულტის დროს;
- ABC შეფასებას, ნევროლოგიურ გასინჯვას NIH Stroke Scale-ის გამოყენებით;
- გუნდურ მუშაობასა და გადაწყვეტილების მიღებას „Code Stroke“-ის აქტივაციის პროცესში.
მთავარი მომხსენებელი: გოჩა მთვარელიშვილი, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვეული პროფესორი;
თარიღი და დრო: 25 დეკემბერი, 12:00 საათი;
სამიზნე ჯგუფი: დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის სტუდენტებისთვის და ყველა სხვა დაინტერესებული პირები
ფორმატი და ადგილი: პირისპირ, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი, საკონფერენციო დარბაზი – 401;
ღონისძიებაზე დასასწრებად გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე.


