ორმაგი დიპლომი – მიიღე აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისა და ვარშავის ეკონომიკისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების უნივერსიტეტის (პოლონეთი) ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ორმაგი ხარისხი
ფაკულტეტის დეკანი: პროფესორი ვასილ კიკუტაძე
პროგრამის ხელმძღვანელები: პროფესორი ავთანდილ გაგნიძე, პროფესორი დავით სიხარულიძე
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი:
- ბიზნესის ადმინისტრირება ფინანსებში სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის პირველი 60 კრედიტიანი (ECTS) ნაწილის წარმატებით დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს ენიჭება კვალიფიკაცია – ფინანსების მაგისტრი / Master of Finance;
- ბიზნესის ადმინისტრირება ფინანსებში სრული, 120 ECTS კრედიტიანი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს ენიჭება კვალიფიკაცია – კვლევის მაგისტრი ფინანსებში / Research Master in Finance;
პროგრამის ხანგრძლივობა: 2 (1+1) წელი, 120 ECTS კრედიტი. პროგრამა შედგება ორი თანმიმდევრული 60 ECTS კრედიტიანი ნაწილისგან.
სწავლების ენა: ქართული
მიღების წინაპირობა: საერთო სამაგისტრო გამოცდა, შიდა საუნივერსიტეტო გამოცდები – ტესტირება უცხო ენაში და გასაუბრება სპეციალობაში;
სწავლის ყოველწლიური საფასური: 3500 ლარი (ორმაგი დიპლომის შემთხვევაში სწავლის საფასური განისაზღვრება მასპინძელ უნივერსიტეტში სწავლის დაწყებისას არსებული სწავლის საფასურის გათვალისწინებით)
პროგრამის სტატუსი: აკრედიტებული



