აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისა (EEU) და McDonald’s საქართველოს ერთობლივი ინიციატივით მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს, 16:00 საათზე, EEU საკონფერენციო დარბაზში (401) სტუდენტებისთვის გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა თემაზე: ,,კარიერული შესაძლებლობები McDonald’s-ში“.
ღონისძიების მიზანია, კარიერული ცნობიერების გაძლიერება, სამიზნე ჯგუფის პროფესიული განვითარების მხარდაჭერა და მოტივაცია.
თემატიკა და სადისკუსიო საკითხები:
- ორგანიზაციის საქმიანობისა და კულტურის მიმოხილვა;
- კარიერული განვითარების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გაზიარება;
- სტუდენტებისთვის საინტერესო პოზიციებისა და განვითარების საფეხურების გაცნობა.
სპიკერები:
- ნათია კელაპტრიშვილი – McDonald’s საქართველოს რეკრუტინგის კოორდინატორი;
- მარიამ ქვარცხავა – ადმინისტრაციული ასისტენტი.
შეხვედრის ბოლოს აუდიტორიას საშუალება ექნება, დასვას კითხვები და გაეცნოს პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს.
საინფორმაციო შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა გთხოვთ, გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია: https://forms.gle/dcSqcvFtDqMAA61u8


