2026 წლის 13 ოქტომბერს, 11:00 საათზე, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში (EEU) გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: „დაგეგმარება და მიწის მართვა ურბანული დინამიკისთვის“.
ლექციას გაუძღვება ბრეშას უნივერსიტეტის ურბანული და რეგიონული დაგეგმარების პროფესორი, ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) ვიცე-პრეზიდენტი და GARR-ის კონსორციუმის პრეზიდენტი, მაურიციო ტირა.
ლექციის ფარგლებში განხილული იქნება ურბანული დაგეგმარებისა და მიწის მართვის თანამედროვე მიდგომები, ასევე ურბანულ განვითარებასა და დინამიკასთან დაკავშირებული ძირითადი გამოწვევები და შესაძლებლობები.
თარიღი: 13 ოქტომბერი, 11:00 საათი
ადგილი: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი, 401 საკონფერენციო დარბაზი
ლექციაზე დასწრება თავისუფალია!


