აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ორგანიზებით, მერაბ ბერძენიშვილის სახელობის საერთაშორისო კულტურულ ცენტრში „მუზა“- ში აშშ-ის საელჩოს ’’წიგნის თარგმნის პროგრამა 2018’’-ის ფარგლებში ქართულ ენაზე თარგმნილი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია ’’მეწარმეობა, ახალი საწარმოს წარმატებული წამოწყებისთვის’’ (გამომცემლობა Pearson, 2018, ავტ. Bruce R. Baringer, R. Duane Ireland) გაიმართა. ცნობილი ამერიკელი ექსპერტების ნაშრომი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მიერ საქართველოში აშშ-ს საელჩოს საგრანტო პროექტის ფარგლებში ითარგმნა.
ცნობილი დარგობრივი ექსპერტების მიერ, ბრუს ბარინგერისა და რ. დუეინ აირლენდის ნაშრომი მიჩნეულია ერთ-ერთ საუკეთესო სახელმძღვანელოდ თანამედროვე სწრაფად ცვალებად გარემოში სამეწარმეო ფირმის დაარსებისა და მისი წარმატებული მართვისთვის. წიგნი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უნივერსიტეტების ბიზნესისა და ეკონომიკის სპეციალობების სამივე საფეხურის სტუდენტებისთვის, არამედ მეწარმეებისთვისაც, რომლებსაც სჭირდებათ ცოდნის განახლება. ნაშრომი სრულად შეესაბამება თანამედროვე სახელმძღვანელოსადმი წაყენებულ მოთხოვნებს. შედგენილია კვლევაზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის განსახორციელებლად, რაც აუცილებელი პირობაა კარგად გათვლილი პრაქტიკული შედეგის მისაღებად.











პროექტი განხორციელდა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მიერ საქართველოში აშშ-ს საელჩოს წიგნების თარგმნის პროგრამა 2018-ის ფარგლებში.
