
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომების კრებულში მაღალი სამეცნიერო ღირებულების მქონე ნაშრომების გამოქვეყნება შეუძლია როგორც EEU-ს პერსონალს, მკვლევარებსა და დოქტორანტებს, ასევე სხვა უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ–მასწავლებლებს, მკვლევარებსა და სადოქტორო პროგრამის სტუდენტებს.
შერჩეული ნაშრომები გამოქვეყნდება რეცენზენტის დასკვნის საფუძველზე.
სამეცნიერო შრომების კრებულში სტატიის გამოქვეყნების საფასური: 100 ლარი
EEU-ს პერსონალისა და სტუდენტებისათვის კრებულში ნაშრომების გამოქვეყნებას აფინანსებს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი!
მნიშვნელოვანი თარიღები:
ანოტაციის (ქართულ და ინგლისურ ენებზე შესრულებული) და სამეცნიერო ნაშრომის მიღების ბოლო ვადა | 1 ნოემბერი | 2020 წ. |
სამეცნიერო ნაშრომების შერჩევა და ავტორებისთვის შეტყობინება | 15 ნოემბერი | 2020 წ. |
კრებულის გამოცემა | დეკემბერი | 2020 წ. |
წარმოსადგენი დოკუმენტაცია უნდა გაიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე sciencepapers@eeu.edu.ge სათაურის ველში (subject) უნდა მიეთითოს ’’სამეცნიერო შრომების კრებული 2020’’.
განსაზღვრული ვადების დარღვევით წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ განიხილება!
მოთხოვნები სამეცნიერო ნაშრომის გასაფორმებლად იხილეთ დანართ 1-ში
გისურვებთ წარმატებას!
სამეცნიერო კვლევების და განვითარების სამსახური