აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ორგანიზებით, მერაბ ბერძენიშვილის სახელობის საერთაშორისო კულტურულ ცენტრში „მუზა“- ში აშშ-ის საელჩოს ’’წიგნის თარგმნის პროგრამა 2018’’-ის ფარგლებში ქართულ ენაზე თარგმნილი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია ’’მეწარმეობა, ახალი საწარმოს წარმატებული წამოწყებისთვის’’ (გამომცემლობა Pearson, 2018, ავტ. Bruce R. Baringer, R. Duane Ireland) გაიმართა. ცნობილი ამერიკელი ექსპერტების ნაშრომი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მიერ საქართველოში აშშ-ს საელჩოს საგრანტო პროექტის ფარგლებში ითარგმნა.











