აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის თანადაფინანსებით, სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით მიმდინარე წლის 7 ნოემბერს, EEU-ში საფეხბურთო ჩემპიონატი ჩატარდება.
ტურნირის ჩატარების მიზანია, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ახალგაზრდებს შორის მეგობრობის გაღრმავება და გუნდური უნარების განვითარება.
მონაწილეები რეგისტრირდებიან გუნდებად – თითოეული შემადგენლობა მოიცავს 5 ძირითად და 1 დამატებით მოთამაშეს.
ინდივიდუალურად დარეგისტრირებული მონაწილეები ღონისძიების დღეს დაკომპლექტდებიან შესაბამის გუნდებად.
ჩემპიონატში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ, გაიარეთ რეგისტრაცია 6 ნოემბრის, 17:00 საათამდე ბმულზე.
ტურნირის განხორციელების განრიგი: 7 ნოემბერი, 17:00 საათი
ადგილი: EEU სპორტული მოედანი


