დამფუძნებელი/პრეზიდენტი: რაჰიმ ბინუტა ჰიჯას
კლუბის დაარსების წელი: ნოემბერი, 2022
კლუბის მიზანი და დანიშნულება/მისია
კლუბის მთავარი მიზანია აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტების სისტემური და აქტიური ჩართვა ნეირომეცნიერების შესწავლის პროცესში, აგრეთვე კლუბის მიერ დაგეგმილ მრავალფეროვან საგანმანათლებლო და სამეცნიერო აქტივობებში მათი მონაწილეობის უზრუნველყოფა. კლუბის საქმიანობა მიმართულია სტუდენტების კომუნიკაციური, სამეცნიერო და სოციალური კომპეტენციების განვითარებაზე. ამასთანავე, კლუბი უზრუნველყოფს პლატფორმის შექმნას, რომლის ფარგლებში სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა გაეცნონ ნეირომეცნიერების სფეროში არსებულ უახლეს სამეცნიერო მიღწევებს და გააღრმავონ საკუთარი პროფესიული ცოდნა.
კლუბი აერთიანებს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო სტუდენტებს და ხელს უწყობს სხვადასხვა კულტურული და აკადემიური გამოცდილების მქონე სტუდენტებს შორის თანამშრომლობასა და ცოდნის გაზიარებას. კლუბში გაწევრიანებისთვის გადადით ბმულზე: https://eeu.edu.ge/club-survey-2/
კლუბის წესდება (ჩამოტვირთეთ)
აქტივობები:
- საგანმანათლებლო-სახალისო აკადემიური შეჯიბრი: ,,სპორტული ტრავმების შეფასება და მართვა”
- სტუდენტური კონფერენცია Brain and Beyond’25 – Cognition Under Pressure
- სტუდენტური ვორქშოპი Neurodialogues: Cases & Skill Enhancement
- ვორქშოპი: ცხოვრება ინსულტთან ერთად (პროტოკოლი, ზრუნვა & მხარდაჭერა)
- AMBOSS-ის ვორკშოპი ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის
- ტვინის სიმპოზიუმი
- EEU-ს სტუდენტური კლუბის ,,Neurozeal’’ ოლიმპიადა
- სტუდენტური სიმპოზიუმი: ,,ალცჰაიმერის დაავადება – 21-ე საუკუნის გლობალური გამოწვევა’’



























