გამოიცა ქართულ ენაზე თარგმნილი სახელმძღვანელო – ’’ოპერაციების მენეჯმენტი, პროცესებისა და მიწოდების ქსელი’’  მე-12 გამოცემა, ავტ. ლი.ჯ.კრაჩევსკი, მანოჯ კ. მალჰოტრა, ლარი პ. (OPERATIONS MANAGEMENT: PROCESSES AND SUPPLY CHAIN), 12th ED.)
წიგნის თარგმანი შესრულდა საქართველოში აშშ-ის საელჩოს (US Embassy Tbilisi, Georgia) საგრანტო პროექტში ,,წიგნების თარგმანის პროგრამის“ გამარჯვებული აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისა (EEU) და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ერთობლივი პროექტის ფარგლებში.
უნივერსიტეტების (EEU & GIPA) სახელით დიდი მადლიერება გვინდა გამოვხატოთ საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიმართ საგრანტო პროექტში მოცემული შესაძლებლობისთვის.
წიგნის თარგმანის პროექტზე მუშაობდნენ:
- შალვა მაჭავარიანი – პროექტის ხელმძღვანელი, სამეცნიერო რედაქტორი (EEU)
 - მიხეილ თოქმაზიშვილი – მკვლევარი/მთარგმნელი (EEU)
 - ნათია ჭიღვარია – პროექტის თანახელმძღვანელი, მკვლევარი/მთარგმნელი (GIPA)
 - ნიკოლოზ აბუაშვილი – მკვლევარი/მთარგმნელი (GIPA)
 - გელა გრიგოლაშვილი – მკვლევარი/მთარგმნელი (EEU)
 - გიორგი ღაღანიძე – მკვლევარი/მთარგმნელი (TSU)
 - ბადრი რამიშვილი – მკვლევარი/თარგმნელი (TSU)
 - ჟანა ანთია – მკვლევარი/მთარგმნელი (GIPA)
 - თათია ღერკენაშვილი – ტექნიკური რედაქტორი, პროექტის კოორდინატორი (EEU)
 - გიორგი თურქია – კორექტორი (GIPA)
 
პროექტი განხორციელდა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მიერ საქართველოში აშშ-ს საელჩოს წიგნების თარგმნის პროგრამა 2018-ის ფარგლებში.


