აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებების პროგრამა საქართველოში პირველი ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამაა, რომელიც ხორციელდება მიდლსექსის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) მხარდაჭერით. პროგრამის განხორციელებაში ჩართულნი არიან დიდი ბრიტანეთისა და ევროპის წამყვანი ქვეყნების (საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, კვიპროსი, ავსტრია და ა.შ.) აკადემიური და მოწვეული პერსონალი.
პროგრამის შესახებ
- პოლ გიბსი – EEU-ს აფილირებული პროფესორი, სადოქტორო და უმაღლესი განათლების კვლევების განვითარების ცენტრის დირექტორი, მიდელსექსის უნივერსიტეტიში განათლების კვლევებისა და სტიპენდიების ცენტრის დამაარსებელი, New College Oxford-ის უმაღლესი განათლების პოლიტიკის ცენტრის მკვლევარი, კემბრიჯის უნივერსიტეტის (UK) მოწვეული პროფესორი.
- შალვა ტაბატაძე – EEU-ს აფილირებული ასოცირებული პროფესორი, განათლების რეფორმებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საერთაშორისო და შედარებითი განათლების საერთაშორისო საზოგადოების (CIES) ჯილდოს მფლობელი, SCE HCNM, Council of Europe, CIPDD, UNAG – განათლების პოლიტიკის ექსპერტი, CCIIR-ის თავმჯდომარე,
პროგრამის ხანგრძლივობა: 3 წელი
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი/კვალიფიკაცია: განათლების მეცნიერების დოქტორი/Doctor of Education Science
პროგრამის სტატუსი: აკრედიტებული
სწავლების ენა: ინგლისური
სწავლის საფასური: 4000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში (ერთი წელი); საუნივერსიტეტო დაფინანსების გათვალისწინებით საქართველოს მოქალაქეებისთვის – 4000 ლარი (ერთი წელი);
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://eeu.edu.ge/portfolio/edu/
დოქტორანტის გზამკვლევი იხილეთ ბმულზე: https://issuu.com/ieeu/docs/phd_-_
პროგრამაზე მიღების წინაპირობა
- სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს;
- სადოქტორო პროგრამაზე კანდიდატები ჩაირიცხებიან შიდა საუნივერსიტეტო გამოცდების საფუძველზე;
- შიდა საუნივერსიტეტო გამოცდები მოიცავს ტესტირებას ინგლისურ ენასა და საკონკურსო გასაუბრებას დარგობრივ კომისიასთან.
- ინგლისური ენის C1 დონის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის (TOEFL, IELTS, CAE, CERTUS) წარმოდგენის შემთხვევაში დოქტორანტობის კანდიდატები თავისუფლდებიან ინგლისური ენის გამოცდისაგან. ასევე, ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნის საერთაშორისო სერტიფიკატის წარდგენისაგან თავისუფლდება პირი, რომელსაც სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამა გავლილი აქვს ინგლისურ ენაზე ბოლო 2 წლის განმავლობაში, რაც დასტურდება დოკუმენტურად.
ვაკანტური ადგილები და მნიშვნელოვანი თარიღები
დოკუმენტაციის მიღების, გამოცდების ჩატარებისა და ხელშეკრულების გაფორმების, საკონსულტაციო შეხვედრების ვადები:
- ღია კარის დღე – 20 დეკემბერი, 18:00 საათი;
- ღია კარის დღეზე დასწრებისთვის 14 დეკემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით შეავსეთ წინასწარი რეგისტრაციის ფორმა: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSe8y6XZNdTFBA6Uj4ZMk74dK6np6xpuq81lkGK-gGchbMLX8w/viewform?usp=pp_url
- დოკუმენტაციის მიღება – 10-17 იანვარი;
- გამოცდა უცხო ენაში – 20 იანვარი;
- უცხო ენის შედეგების გამოცხადება – 21 იანვარი;
- უცხო ენის აპელაციაზე განაცხადების მიღება – 21-24 იანვარი;
- აპელაციის შედეგები – 25 იანვარი;
- გამოცდა სპეციალობაში (გასაუბრება დარგობრივ კომისიასთან) – 4 თებერვალი;
- სპეციალობის შედეგების გამოცხადება – 7 თებერვალი;
- ხელშეკრულებების გაფორმება – 8-10 თებერვალი;
წარმოსადგენი დოკუმენტაცია
I ეტაპი: 10 იანვრიდან 17 იანვრის ჩათვლით დოქტორანტობის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია (სათანადო წესით დამოწმებული):
- განცხადება;
- ავტობიოგრაფია (CV) (განათლებისა და შრომითი საქმიანობის შესახებ მონაცემებში სამეცნიერო პუბლიკაციების და კონფერენციებში მონაწილეობის მითითების შემთხვევაში, სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველმა უნდა წარმოადგინოს აღნიშნული მასალების ასლები);
- მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლები/ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ;
- ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი დოკუმენტი (სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული);
- უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი ( უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში ქართულად თარგმნილი და ნოტარიულად დამოწმებული პასპორტის ასლი);
- ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი/სამხედრო ბილეთი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული საქართველოს მოქალაქეებისთვის);
- ახსნა-განმარტება იმის თაობაზე, რომ განმცხადებელი არ ირიცხება სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურაში.
- კვლევის კონცეფცია (ივსება ინგლისურ ენაზე);
- სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე (ინსტრუქცია იხ. ბმულზე);
- ინგლისური ენის C1 დონის ცოდნის ((TOEFL, IELTS, CAE, CERTUS) დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი/დედანი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან წარმოადგენს ბოლო 2 წლის განმავლობაში ინგლისურენოვან საგანმანათლებლო (მაგისტრატურა/დოქტორანტურა) პროგრამაზე სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ნასამართლეობის შესახებ ცნობა
- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა N IV-100ა)
II ეტაპი: 21 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით დოქტორანტობის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
- დოქტორანტობის კანდიდატის მიერ ფაკულტეტის შესაბამისი დარგის/მიმართულების აკადემიური ან მოწვეული პერსონალის შემადგენლობიდან შერჩეული სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის შუამდგომლობა
- განათლების მეცნიერებების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა.
დოკუმენტაციის წარმოდგენა შესაძლებელია დისტანციურად, განცხადების ელექტრონული ფორმის შევსებით (იხ. ბმულზე: https://www.surveymonkey.com/r/63P6PZC) ან პირისპირ, ბეჭდური სახით (მისამართი: ი. ენუქიძის ქ. 6)
ინგლისური ენის ტესტის ნიმუში და პასუხები, გასაუბრების კრიტერიუმები
ინგლისური ენის ტესტის ნიმუში და პასუხები
საკონტაქტო ინფორმაცია
- კამპუსი 1: ი. ენუქიძის ქუჩა N6 (დავით აღმაშენებლის ხეივანთან 200 მეტრში, აშშ-ს საელჩოს მიმდებარედ);
- კამპუსი 2: ქ. თბილისი, შატილის ქ. N4, ოთახი 20;
საკონტაქტო ტელეფონი: (+995) 595908010; (032) 248 01 41; ელ-ფოსტა: business@eeu.edu.ge