flagEng
flagGeo
+995 32 248 01 41
info@eeu.edu.ge
Facebook
YouTube
  • EEU-ს შესახებ
    • რატომ EEU?
    • რექტორის მისალმება
    • მისია და განვითარების გეგმა
    • მართვა
      • რექტორი
      • წარმომადგენლობითი საბჭო
      • ვიცე-რექტორები
      • ადმინისტრაცია
      • სტრუქტურა
    • ხარისხის უზრუნველყოფა
    • აკადემიური პერსონალი
    • ინფრასტრუქტურა
    • იურიდიული ცნობარი
    • ახალი ამბები
      • სიახლეები
      • ვაკანსიები
  • განათლება
    • ფაკულტეტები
      • იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა
      • განათლების მეცნიერებები
      • ბიზნესი და ინჟინერია
      • ჯანდაცვის მეცნიერებათა
    • პროგრამები
      • საბაკალავრო პროგრამები
      • სამაგისტრო პროგრამები
      • სადოქტორო პროგრამები
      • მასწავლებლის მომზადების პროგრამა
      • სასწავლო პროგრამების კატალოგი
    • უწყვეტი განათლება
    • მიღება
      • ბაკალავრიატი
      • მაგისტრატურა
      • დოქტორანტურა
      • სასერტიფიკატო
      • მობილობა
    • სემესტრული რეგისტრაცია
    • აკადემიური კალენდარი
    • გზამკვლევი
  • კვლევა
    • კვლევის სტრატეგია და ანგარიშები
    • სამეცნიერო კონფერენციები
    • გრანტები
      • მოზიდული გრანტები
      • შიდა საუნივერსიტეტო გრანტები
    • კვლევითი პროექტები
      • მიმდინარე
      • განხორციელებული
    • გამოცემები
    • სამეცნიერო ჟურნალი
    • კვლევითი ერთეულები
    • სადოქტორო კვლევები
      • სადოქტორო და უმაღლესი განათლების კვლევების განვითარების ცენტრი
      • დოქტორანტების ნაშრომები
      • დოქტორანტის გზამკვლევი
    • კვლევის ეთიკა
      • ეთიკის ნორმები და რეგულაციები
      • კვლევის ეთიკის კომიტეტი
    • სიახლეები
  • საერთაშორისო
    • ინტერნაციონალიზაცია
    • საერთაშორისო პარტნიორები
      • უნივერსიტეტები
      • ორგანიზაციები
    • გაცვლითი პროგრამები
    • სიახლეები
    • საერთაშორისო სტუდენტებისთვის
      • პროგრამები
      • სერვისები
      • Covid – 19
    • საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტი
  • ბიბლიოთეკა
    • ბიბლიოთეკის შესახებ
    • ელექტრონული კატალოგი
    • ელექტრონული რესურსები
      • საერთაშორისო მონაცემთა ბაზები
      • ინტერნეტ რესურსები
  • სტუდენტური ცხოვრება
    • სტუდენტური თვითმმართველობა
    • ომბუდსმენის ოფისი
    • დასაქმება
    • დაზღვევა
    • სპორტი
    • კურსდამთავრებულები
    • გალერეა
      • ფოტო
      • ვიდეო
  • კონტაქტი

განათლების მეცნიერებების სადოქტორო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველთა საყურადღებოდ!

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებების პროგრამა საქართველოში პირველი ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამაა, რომელიც ხორციელდება მიდლსექსის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი)  მხარდაჭერით.  პროგრამის  განხორციელებაში ჩართულნი არიან დიდი ბრიტანეთისა და ევროპის წამყვანი ქვეყნების (საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, კვიპროსი, ავსტრია და ა.შ.) აკადემიური და მოწვეული პერსონალი.

პროგრამის შესახებ
პროგრამაზე მიღების წინაპირობა
ვაკანტური ადგილები და მნიშვნელოვანი თარიღები
წარმოსადგენი დოკუმენტაცია
ინგლისური ენის ტესტის ნიმუში და პასუხები, გასაუბრების კრიტერიუმები
პოტენციური სამეცნიერო ხელმძღვანელების კვლევის ინტერესის სფეროები
საკონტაქტო ინფორმაცია
პროგრამის შესახებ
პროგრამის ხელმძღვანელები:

  • ლუიზ დელინგუოთერ – EEU-ს აფილირებული პროფესორი, სორბონის უნივერსიტეტის (საფრანგეთი) პროფესორი
  • დავით სიხარულიძე – EEU-ს პროფესორი, სამეცნიერო კვლევებისა და  განვითარების დეპარტამენტის უფროსი

პროგრამის ხანგრძლივობა: 3 წელი

მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი/კვალიფიკაცია: განათლების მეცნიერების დოქტორი/Doctor of Education Science

პროგრამის სტატუსი: აკრედიტებული

სწავლების ენა: ინგლისური

სწავლის საფასური: 5000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში (ერთი წელი);

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://eeu.edu.ge/portfolio/edu/ 

პროგრამაზე მიღების წინაპირობა

განათლების მეცნიერებების სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება აქვს:

  • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს;
  •  პირს, რომელსაც აქვს შესაბამის სფეროში წინარე ნაშრომი/პუბლიკაცია ან/და სამეცნიერო-კვლევით პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა ან/და შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება, რომლითაც დადასტურდება კანდიდატის კვლევითი უნარები.
  •  ჩააბარებს შიდა საუნივერსიტეტო გამოცდებს, რომელიც მოიცავს ტესტირებას ინგლისურ ენასა და საკონკურსო გასაუბრებას დარგობრივ კომისიასთან.

შენიშვნა:

ინგლისური ენის არანაკლებ C1 დონეზე ცოდნა, რაც უნდა დადასტურდეს საუნივერსიტეტო გამოცდით ან შესაბამისი სერთიფიკატით. ინგლისური ენის შიდასაუნივერსიტეტო ტესტირებისაგან თავისუფლდებიან კანდიდატები, რომლებიც ინგლისური ენის სულ მცირე C1 დონის კომპეტენციას დაადასტურებენ ინგლისური ენის ცოდნის არანაკლებ C1 დონის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატით (TOEFL Paper – 590 – 637; TOEFL CBT – 243 – 270; TOEFL IBT – 82 – 90; IELTS – 7 – 8; CAE – 181 -200; CERTUS – 88,25-100) ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული შესაბამისი ვალიდური სერტიფიკატით (CERTUS), რომელიც ადასტურებს კანდიდატის ინგლისური ენის კომპეტენციას მინიმუმ C1 დონეზე ან ბოლო 2 წლის განმავლობაში ინგლისურენოვანი აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამის (სამაგისტრო, სადოქტორო) დასრულების დამადასტურებელი დიპლომით.

ვაკანტური ადგილები და მნიშვნელოვანი თარიღები
ვაკანტური ადგილების რაოდენობა – 5;

დოკუმენტაციის მიღების, გამოცდების ჩატარებისა და ხელშეკრულების გაფორმების ვადები: 

  • დოკუმენტაციის მიღება – 1-15 სექტემბერი;
  • ტესტირება ინგლისურ ენაში – 17 სექტემბერი;
  • უცხო ენის შედეგების გამოცხადება – 19 სექტემბერი;
  • უცხო ენის აპელაციაზე განაცხადების მიღება – 19-20 სექტემბერი;
  • აპელაციის შედეგები – 22 სექტემბერი;
  • ზეპირი გამოცდა (გასაუბრება) დარგობრივ კომისიასთან – 23 სექტემბერი;
  • კვლევითი უნარების შეფასების შედეგების გამოცხადება – 24 სექტემბერი;
  • კვლევითი უნარების შეფასების შედეგების აპელაციაზე განაცხადები მიღება – 24-25 სექტემბერი;
  • კვლევითი უნარების შეფასების აპელაციის შედეგები – 27 სექტემბერი
  • ხელშეკრულებების გაფორმება – 29-30 სექტემბერი.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია
დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს  ელექტრონულად ან პირისპირ

1 სექტემბრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით დოქტორანტობის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია 

  • განცხადება (მხოლოდ დოკუმენტების პირისპირ წარმოდგენის შემთხვევაში)
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში ქართულად ნათარგმნი);
  • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი/ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ;
  • ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი დოკუმენტი (სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული);
  • უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ავტობიოგრაფია (CV) ქართულ და ინგლისურ ენებზე (სამეცნიერო პუბლიკაციებისა და კონფერენციებში მონაწილეობის მითითების შემთხვევაში, სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველმა უნდა წარმოადგინოს აღნიშნული მასალების ასლები);
  • ფოტოსურათი (3X4);
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი/სამხედრო ბილეთი (მხოლოდ სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული საქართველოს მოქალაქეებისთვის);
  • სადოქტორო კვლევის პროექტი ინგლისურ ენაზე (იხ. ბმულზე) 
  • სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე (ინსტრუქცია იხ. ბმულზე)
  • ინგლისური ენის C1 დონის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული შესაბამისი ვალიდური სერტიფიკატი ან ბოლო 2 წლის განმავლობაში ინგლისურენოვანი აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამის (საბაკალავრო, სამაგისტრო და სხვა) დასრულების დამადასტურებელი დიპლომი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • შესაბამის სფეროში წინარე ნაშრომი/პუბლიკაცია ან/და სამეცნიერო-კვლევით პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა ან/და შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილების დამდასტურებელი დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდება კანდიდატის კვლევითი უნარები.

შენიშვნა: დოკუმენტაცია შესაძლებელია წარმოდგენილ იქნას პირისპირ ან ელექტრონული განაცხადის ფორმის შევსებით: https://reg.eeu.edu.ge/2024/phd/

ინგლისური ენის ტესტის ნიმუში და პასუხები, გასაუბრების კრიტერიუმები
  • ინგლისური ენის ტესტის ნიმუში და პასუხები  , sample 2022

  • კვლევითი პროექტისა და მისი პრეზენტაციის, პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მოტივაციის შეფასების კრიტერიუმები 

  • მინიმალური კომპეტენციის ზღვრები: ინგლისური ენა – 100-დან 61 ქულა; სადოქტორო კვლევით პროექტსა და მის პრეზენტაციის, ასევე პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მოტივაცია – 100-დან – 61 ქულა;

პოტენციური სამეცნიერო ხელმძღვანელების კვლევის ინტერესის სფეროები

სამეცნიერო ხელმძღვანელებისა და მათი კვლევის ინტერესის სფეროების შესახებ ინფორმაცია იხ. ბმულზე: https://eeu.edu.ge/wp-content/uploads/2025/04/SUPERVISION-RESEARCH-F.pdf 

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: ი. ენუქიძის ქუჩა N6 (დავით აღმაშენებლის ხეივანთან 200 მეტრში, აშშ-ს საელჩოს მიმდებარედ);

საკონტაქტო ტელეფონი: 577 057 157 (განათლება); (032) 248 01 41;

სადოქტორო საზაფხულო სკოლა 2025
მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველთა საყურადღებოდ!

სწრაფი ბმულები

უწყვეტი განათლების ცენტრი

FAQs

პედაგოგის ბაზა - EEU-EL

სტუდენტის ბაზა EEU-EL

საერთაშორისო პარტნიორები

დასაქმება

ბიბლიოთეკა

კონტაქტი

კამპუსი 1: ქ. თბილისი, ი. ენუქიძის ქ. 6 (დავით აღმაშენებლის ხეივანი, ამერიკის საელჩოს მიმდებარედ)
კამპუსი 2: ქ. თბილისი, ტ. ფუტკარაძის ქ. 1
+995 32 248 01 41;
info@eeu.edu.ge
Email
Facebook
YouTube
© 2021 East European University