28 სექტემბერს, 15:00 საათზე, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) საკონფერენციო დარბაზში შეხვდი EEU-ს ომბუდსმენს – ზურაბ ბეჟაშვილს.
შეხვედრის მიზანია სტუდენტებსა და პერსონალში ოფისის შესახებ ცნობადობის გაზრდა.
სტუდენტური ომბუდსმენის ოფისი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის დამოუკიდებელ ორგანოდ ფუნქციონირებს 2020 წლიდან. ის ხელს უწყობს სტუდენტების ინტერესების, უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას.
პრეზენტაციის თემატიკა:
- სტუდენტური ომბუდსმენის ოფისის მნიშვნელობა და საქმიანობის ძირითადი პრინციპები;
- ომბუდსმენის როლი – ვინ და რა შემთხვევაში უნდა მიმართოს EEU ომბუდსმენს;
- სტუდენტური ომბუდსმენის ოფისის დაგეგმილი აქტივობები.
მომხსენებლები
ზურაბ ბეჟაშვილი – აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტური ომბუდსმენის ოფისის ომბუდსმენი; ,,Bezhashvili Law Firm-ის მმართველო პარტნიორი; ,,Georgian Anti-Piracy Center“ – აღმასრულებელი დირექტორი; ,,GMI Rights Management“ – დირექტორი;
ირაკლი ტიბუა – სტუდენტური ომბუდსმენის ოფისის კოორდინატორი (EEU).
პრეზენტაციის სამიზნე ჯგუფი: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები
სამუშაო ენა: ქართული
პრეზენტაციის განხორციელების განრიგი: 28.09.2023, 15:00 საათი
ხანგრძლივობა: 1 საათი
ფორმატი და ადგილი: პირისპირ, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი, საკონფერენციო დარბაზი – 401
ომბუდსმენის ოფისის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://eeu.edu.ge/portfolio/studenturi-ombudsmeni/