flagEng
flagGeo
+995 32 248 01 41
info@eeu.edu.ge
Facebook
YouTube
  • EEU-ს შესახებ
    • რატომ EEU?
    • რექტორის მისალმება
    • მისია და განვითარების გეგმა
    • მართვა
      • რექტორი
      • წარმომადგენლობითი საბჭო
      • ვიცე-რექტორები
      • ადმინისტრაცია
      • სტრუქტურა
    • ხარისხის უზრუნველყოფა
    • აკადემიური პერსონალი
    • ინფრასტრუქტურა
    • იურიდიული ცნობარი
    • ახალი ამბები
      • სიახლეები
      • ვაკანსიები
  • განათლება
    • ფაკულტეტები
      • იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა
      • განათლების მეცნიერებები
      • ბიზნესი და ინჟინერია
      • ჯანდაცვის მეცნიერებათა
    • პროგრამები
      • საბაკალავრო პროგრამები
      • სამაგისტრო პროგრამები
      • სადოქტორო პროგრამები
      • მასწავლებლის მომზადების პროგრამა
      • სასწავლო პროგრამების კატალოგი
    • უწყვეტი განათლება
    • მიღება
      • ბაკალავრიატი
      • მაგისტრატურა
      • დოქტორანტურა
      • სასერტიფიკატო
      • მობილობა
    • სემესტრული რეგისტრაცია
    • აკადემიური კალენდარი
    • გზამკვლევი
  • კვლევა
    • კვლევის სტრატეგია და ანგარიშები
    • სამეცნიერო კონფერენციები
    • გრანტები
      • მოზიდული გრანტები
      • შიდა საუნივერსიტეტო გრანტები
    • კვლევითი პროექტები
      • მიმდინარე
      • განხორციელებული
    • გამოცემები
    • სამეცნიერო ჟურნალი
    • კვლევითი ერთეულები
    • სადოქტორო კვლევები
      • სადოქტორო და უმაღლესი განათლების კვლევების განვითარების ცენტრი
      • დოქტორანტების ნაშრომები
      • დოქტორანტის გზამკვლევი
    • კვლევის ეთიკა
      • ეთიკის ნორმები და რეგულაციები
      • კვლევის ეთიკის კომიტეტი
    • სიახლეები
  • საერთაშორისო
    • ინტერნაციონალიზაცია
    • საერთაშორისო პარტნიორები
      • უნივერსიტეტები
      • ორგანიზაციები
    • გაცვლითი პროგრამები
    • სიახლეები
    • საერთაშორისო სტუდენტებისთვის
      • პროგრამები
      • სერვისები
      • Covid – 19
    • საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტი
  • ბიბლიოთეკა
    • ბიბლიოთეკის შესახებ
    • ელექტრონული კატალოგი
    • ელექტრონული რესურსები
      • საერთაშორისო მონაცემთა ბაზები
      • ინტერნეტ რესურსები
  • სტუდენტური ცხოვრება
    • სტუდენტური თვითმმართველობა
    • ომბუდსმენის ოფისი
    • დასაქმება
    • დაზღვევა
    • სპორტი
    • კურსდამთავრებულები
    • გალერეა
      • ფოტო
      • ვიდეო
  • კონტაქტი

სტუდენტური ომბუდსმენის ოფისი

სტუდენტური ომბუდსმენის ოფისი არის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც 2020 წლიდან შეიქმნა.  ოფისის საქმიანობის მიზანია ხელი შეუწყოს უნივერსიტეტის სტუდენტთა კონსულტირებას, დახმარებას, სტუდენტების ინტერესების, უფლებებისა და თავისუფლებების დაცვასა და მათი დარღვევის ფაქტების გამოვლენას. ასევე, დარღვეული უფლების აღდგენას საქართველოს კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის შიდა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესის შესაბამისად; ომბუდსმენის ოფისი სტუდენტთა უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ ატარებს საინფორმაციო და საგანმანათლებლო აქტივობებს/ღონისძიებებს (ტრენინგები, საჯარო ლექციები და ა.შ.);

სტუდენტური ომბუდსმენის ოფისის საქმიანობის ძირითადი პრინციპები
რატომ ან რა შემთხვევაში უნდა მიმართოს სტუდენტმა ომბუდსმენის ოფისს?
სტუდენტური ომბუდსმენის ოფისის საქმიანობის ძირითადი პრინციპები

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტური ომბუდსმენის ოფისის საქმიანობის ძირითად პრინციპებს წარმოადგენს დამოუკიდებლობა, კონფიდენციალობა, ნეიტრალიტეტი და მიუკერძოებლობა, კოლეგიალობა და მუშაობს საერთაშორისო ომბუდსმენის ასოციაციის (IOA) პრაქტიკის სტანდარტებით.

დამოუკიდებლობა: სტუდენტური ომბუდსმენი ექვემდებარება უნივერსიტეტის რექტორს. ნებისმიერი პირის მხრიდან სხვადასხვა სახის კანონმდებლობით შეზღუდული ზემოქმედება ან მის საქმიანობაში ჩარევა დაუშვებელია. ომბუდსმენი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და არ არის კერძო პირის ან ორგანიზაციის ადვოკატი. ის იცავს სამართლიანობას, ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებითა და ნორმებით, საქართველოს საკანონმდებლო და ნორმატიული აქტებითა და უნივერსიტეტის შესაბამისი სამართლებრივი აქტებით.

 

კონფიდენციალობა: სტუდენტური ომბუდსმენის ოფისი არის კონფიდენციალური სივრცე, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა სტუდენტისთვის. ომბუდსმენი იცავს სტუდენტს და მის მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობას, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ამის თანხმობა არსებობს სტუდენტისგან, ომბუდსმენის  გადაწყვეტილებით იკვეთება საშიშროების რისკი, ამას მოითხოვს კანონი ან უნივერსიტეტის პოლიტიკა.

 

ნეიტრალიტეტი და მიუკერძოებლობა: ომბუდსმენი არის ნეიტრალური და მიუკერძოებელი თითოეული სტუდენტისა და თანამშრომლის მიმართ; ის არ იკავებს რომელიმე მხარეს, განიხილავს ყველა იმ მხარის უფლებებსა და ინტერესებს, რომლებიც ჩართულნი არიან პრობლემის სამართლიანად გადაწყვეტის საკითხში.

 

კოლეგიალობა: კოლეგიალობის მიზნით ომბუდსმენი ზრუნავს ნდობის, პატივისცემის მოპოვებასა და თანამშრომლობითი ურთიერთობების დამკვიდრებაზე

რატომ ან რა შემთხვევაში უნდა მიმართოს სტუდენტმა ომბუდსმენის ოფისს?

სტუდენტური ომბუდსმენის ოფისი არის კონფიდენციალური, მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და არაფორმალური სტუდენტური რესურსი, სერვისი თქვენთვის, სტუდენტისთვის, თუ:

  • გჭირდებათ ნეიტრალური და მიუკერძოებელი პირის აზრი, მასთან პრობლემის განხილვა და რჩევა შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით;
  • გჭირდებათ სტუდენტთა უფლებებისა და მოვალეობების, აკადემიურ და ადმინისტრაციულ საკითხებზე რჩევების მიღება პრობლემის ფორმალური თუ არაფორმალური გადაჭრის მიზნით;
  • გსურთ ინფორმაციის მიღება სტუდენტის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ;
  • გჭირდებათ დახმარება რთული პრობლემის მოგვარებაში, რომელსაც დამოუკიდებლად ვერ უმკლავდებით;
  • ფიქრობთ, რომ უსამართლოდ მოგექცნენ;
  • გაქვთ კონფლიქტი, რომელიც ხელს უშლის თქვენს საქმიანობას უნივერსიტეტში;
  • გჭირდებათ მედიატორი ან მრჩეველი/კონსულტანტი;
  • არ იცით ვის მიმართოთ არსებულ პრობლემასთან დაკავშირებით;

ომბუდსმენის ოფისი

  • ომბუდსმენის ოფისის შესახებ
  • თანამშრომლები
  • ომბუდსმენის როლი
  • აპელაციის პროცედურები
  • ხშირად დასმული კითხვები
  • ღონისძიებები
  • ჩვენი კითხვარი
  • სასარგებლო ბმულები და რესურსები
  • კონტაქტი
ბიბლიოთეკა

სწრაფი ბმულები

უწყვეტი განათლების ცენტრი

FAQs

პედაგოგის ბაზა - EEU-EL

სტუდენტის ბაზა EEU-EL

საერთაშორისო პარტნიორები

დასაქმება

ბიბლიოთეკა

კონტაქტი

კამპუსი 1: ქ. თბილისი, ი. ენუქიძის ქ. 6 (დავით აღმაშენებლის ხეივანი, ამერიკის საელჩოს მიმდებარედ)
კამპუსი 2: ქ. თბილისი, ტ. ფუტკარაძის ქ. 1
+995 32 248 01 41;
info@eeu.edu.ge
Email
Facebook
YouTube
© 2021 East European University