flagEng
flagGeo
+995 32 248 01 41
info@eeu.edu.ge
Facebook
YouTube
  • EEU-ს შესახებ
    • რატომ EEU?
    • რექტორის მისალმება
    • მისია და განვითარების გეგმა
    • მართვა
      • რექტორი
      • წარმომადგენლობითი საბჭო
      • ვიცე-რექტორები
      • ადმინისტრაცია
      • კომიტეტები
      • სტრუქტურა
    • ხარისხის უზრუნველყოფა
    • აკადემიური პერსონალი
    • ინფრასტრუქტურა
    • იურიდიული ცნობარი
    • ახალი ამბები
      • სიახლეები
      • ვაკანსიები
  • განათლება
    • ფაკულტეტები
      • იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა
      • განათლების მეცნიერებები
      • ბიზნესი და ინჟინერია
      • ჯანდაცვის მეცნიერებათა
    • პროგრამები
      • საბაკალავრო პროგრამები
      • სამაგისტრო პროგრამები
      • ერთსაფეხურიანი პროგრამები (MD)
      • სადოქტორო პროგრამები
      • მასწავლებლის მომზადების პროგრამა
      • სასწავლო პროგრამების კატალოგი
    • უწყვეტი განათლება და სერვისები
    • აკადემიური უნარების განვითარების ცენტრი
    • მიღება
      • ბაკალავრიატი
      • მაგისტრატურა
      • დოქტორანტურა
      • სასერტიფიკატო
      • მობილობა
    • სემესტრული რეგისტრაცია
    • აკადემიური კალენდარი
    • გზამკვლევი
  • კვლევა
    • კვლევის სტრატეგია და ანგარიშები
    • სამეცნიერო კონფერენციები
    • გრანტები
      • მოზიდული გრანტები
      • შიდა საუნივერსიტეტო გრანტები
    • კვლევითი პროექტები
      • მიმდინარე
      • განხორციელებული
    • გამოცემები
    • სამეცნიერო ჟურნალი
    • კვლევითი ერთეულები
    • სადოქტორო კვლევები
      • სადოქტორო და უმაღლესი განათლების კვლევების განვითარების ცენტრი
      • დოქტორანტების ნაშრომები
      • დოქტორანტის გზამკვლევი
    • კვლევის ეთიკა
      • ეთიკის ნორმები და რეგულაციები
      • კვლევის ეთიკის კომიტეტი
    • სიახლეები
  • საერთაშორისო
    • ინტერნაციონალიზაცია
    • საერთაშორისო პარტნიორები
      • უნივერსიტეტები
      • ორგანიზაციები
    • გაცვლითი პროგრამები
    • სიახლეები
    • საერთაშორისო სტუდენტებისთვის
      • პროგრამები
      • სერვისები
      • Covid – 19
    • საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტი
  • ბიბლიოთეკა
    • ბიბლიოთეკის შესახებ
    • ელექტრონული კატალოგი
    • ელექტრონული რესურსები
      • საერთაშორისო მონაცემთა ბაზები
      • ინტერნეტ რესურსები
  • სტუდენტური ცხოვრება
    • სტუდენტური თვითმმართველობა
    • კლუბები
    • ომბუდსმენის ოფისი
    • დასაქმება
    • დაზღვევა
    • სპორტი
    • კურსდამთავრებულები
    • გალერეა
      • ფოტო
      • ვიდეო
  • კონტაქტი

EEU-ში სკოლის მოსწავლეებისთვის პროფესიული ორიენტაციის დღე გაიმართა

ღია კარის დღე 2026-ის ფარგლებში, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში (EEU) სკოლის მოსწავლეებისთვის გაიმართა პროფესიული ორიენტაციის დღე. 50-მდე სხვადასხვა კერძო და საჯარო სკოლის 120-ზე მეტ მოსწავლეს უმასპინძლეს EEU-ს იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა, განათლების მეცნიერებების, ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტების დეკანებმა.

EEU-ს საბაკალავრო პროგრამების, პროფესიის არჩევის სირთულეებისა და მასზე მოქმედი ფაქტორების, პროფესიის სწორად არჩევის ეტაპებისა და თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნების შესახებ მოსწავლეებს ესაუბრნენ  პროგრამების ხელმძღვანელები და აკადემიური პერსონალი.

ღონისძიების ფარგლებში სკოლის მოსწავლეებისთვის EEU-ს ფსიქოლოგიისა და ნეირომეცნიერების კვლევითი ცენტრის ქცევისა და ნეირომარკეტინგის შემსწავლელი თანამედროვე ტექნოლოგიების (თვალის მოძრაობის დეტექტორი, პოლიგრაფი) პრეზენტაცია და სიმულაცია გაიმართა. ნეირომარკეტინგის მასტერკლასის ფარგლებში ცენტრის მკვლევარმა, ლაშა ჩანთაძემ განიხილა ისეთი საკითხები, როგორებიცაა თანამედროვე ნეირომეცნიერება, ნეირომარკეტინგის საჭიროება ციფრულ სამყაროში, ნეირომარკეტინგის საზომი ინსტრუმენტები და კვლევის პროცედურა.

მოსწავლეების მონაწილეობით, აგრეთვე, ჩატარდა სიმულაციური ექსპერიმენტი, რომლის ფარგლებში მათ თავად მოირგეს  მოწყობილობა Eye Tracker და რეალურ დროში დააკვირდნენ ნეირომარკეტინგული კვლევის პროცესს.

ღონისძიებაზე სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს იმიტირებულ სასამართლო პროცესშიც, რომელსაც ხელმძღვანელობდა EEU-ს ასისტენტ-პროფესორი, მოსამართლე ალექსანდრე იაშვილი.

მოსწავლეების მონაწილეობით ასევე მოეწყო აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი კამპუსის ტური. მათ დაათვალიერეს არქიტექტურის კვლევითი ბიურო, სადაც სტუდენტებმა საკუთარი ნამუშევრები წარუდგინეს და საქმიანობა გააცნეს.

სკოლის მოსწავლეებისთვის გაიმართა სახალისო ქვიზიც.  გამარჯვებულებს გადაეცათ დამატებითი ბონუს  ქულები EEU აუქციონისთვის.

ღონისძიება საზეიმო გარემოში დასრულდა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის კამპუსის ღია სივრცეში.

EEU-ში გრძელდება საინტერესო, ინტელექტუალურ–შემეცნებითი და გასართობი აქტივობების ციკლი. 

16 მაისს, 13:00 საათზე გელით შემდეგ აქტივობაზე: სამაგიდო თამაშების ჩემპიონატზე “შენი სვლაა”

განრიგი იხილეთ ბმულზე: https://eeu.edu.ge/portfolio/eeuopendays2026/

არ გამოტოვოთ ღია კარის დღეები EEU-ში, თუ ჯერ არ დარეგისტრირებულხართ, შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/F1fjbgXgUKMaFzwy5

სამაგიდო თამაშების ჩემპიონატი სკოლის მოსწავლეებისთვის
განათლების მეცნიერებების ფაკულტეტზე ნათია გეგელაშვილმა წარმატებით დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი

სწრაფი ბმულები

უწყვეტი განათლების ცენტრი

FAQs

პედაგოგის ბაზა - EEU-EL

სტუდენტის ბაზა EEU-EL

საერთაშორისო პარტნიორები

დასაქმება

ბიბლიოთეკა

კონტაქტი

კამპუსი 1: ქ. თბილისი, ი. ენუქიძის ქ. 6 (დავით აღმაშენებლის ხეივანი, ამერიკის საელჩოს მიმდებარედ)
კამპუსი 2: ქ. თბილისი, ტ. ფუტკარაძის ქ. 1
+995 32 248 01 41;
info@eeu.edu.ge
Email
Facebook
YouTube
© 2021 East European University