
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინიციატივითა და EEU-ს უწყვეტი განათლებისა და სტუდენტური სერვისების ცენტრის ორგანიზებით მიმდინარე წლის 29 მარტს, 14:00 საათზე გაიმართება საჯარო ლექცია: „დამნაშავის პიროვნება – იტალიელი კრიმინოლოგის ჩეზარე ლომბროზოს მიხედვით”.
მომხსენებელი: დავით წულაია – აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
საჯარო ლექციის თემატიკა:
- ბიოგრაფიული ცნობები ჩეზარე ლომბროზოს შესახებ;
- ჩეზარე ლომბროზოს დამნაშავის პიროვნების კონცეფცია;
- ჩეზარე ლომბროზოს მიერ შემუშავებული დამნაშავეთა კლასიფიკაცია;
- ჩეზარე ლომბროზოს კვლევის მეთოდები;
- ჩეზარე ლომბროზოს წვლილი კრიმინოლოგიაში;
- ჩეზარე ლომბროზოს მემკვიდრეობა.
ღონისძიების დასრულების შემდეგ გაიმართება შემაჯამებელი დისკუსია.
სამიზნე აუდიტორია: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები და დაინტერესებული პირები
სამუშაო ენა: ქართული
შეხვედრის განხორციელების განრიგი: 29.03.2025, 14:00 საათი
ფორმატი და ადგილი: პირისპირ, EEU საკონფერენციო დარბაზი – 201