აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში EEU-ს იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინიციატივითა და უწყვეტი განათლებისა და სტუდენტური სერვისების ცენტრის ორგანიზებით მიმდინარე წლის 29 მარტს გაიმართა საჯარო ლექცია: „დამნაშავის პიროვნება – იტალიელი კრიმინოლოგის ჩეზარე ლომბროზოს მიხედვით“.
EEU-ს სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა დავით წულაიამ.
ღონისძიების ფარგლებში სამიზნე ჯგუფის წევრები გაეცნენ:
- ჩ. ლომბროზოს კვლევის მეთოდებსა და შრომებს;
- დამნაშავის პიროვნების კონცეფციას;
- დამნაშავეთა კლასიფიკაციას;
- ჩ. ლომბროზოს მეკვიდრეობასა და მის წვლილს კრიმინოლოგიაში.
პრეზენტაცია საინტერესო იყო როგორც სამართლის სტუდენტებისთვის, ასევე ყველასთვის, ვინც დაინტერესებულია კრიმინალური ფსიქოლოგიითა და ადამიანის ქცევის შესწავლით.
საჯარო ლექცია აუდიტორიის აქტიური ჩართულობით ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა.