
ERASMUS+ -ის აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს (EEU) პანთეონის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა უნივერსიტეტის (საბერძნეთი) პოლიტიკის მეცნიერებისა და ისტორიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პოლიტოლოგიის პროფესორი, დიმიტრის ქრისტოპულოსი ეწვევა.
EEU-სა და პანთეონის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა უნივერსიტეტის ერთობლივი ინიციატივით, 17 ივლისს, 19:00 საათზე, საკონფერენციო დარბაზში (401), გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე „ჰუმანიტარული განათლება და ტვინების გადინება“.
სადისკუსიო თემები:
- არის თუ არა ჰუმანიტარული განათლება კრიზისში?
- სჭირდება თუ არა თანამედროვე გლობალურ მმართველობას ჰუმანიტარული დისციპლინები იმავე სახით, როგორც საუკუნის წინ?
- გაუძლებს თუ არა ჰუმანიტარული განათლება არსებული სტანდარტიზაციის ზეწოლას და რამდენად შეუძლია უმაღლეს განათლებას ხელი შეუწყოს ტვინების გადინების შემცირებას?
სპიკერი:
- დიმიტრის ქრისტოპულოსი – პანთეონის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერებისა და ისტორიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პოლიტოლოგიის პროფესორი. ადამიანის უფლებათა ბერძნული ლიგის პრეზიდენტი 2003-2011 წლებში და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის (პარიზი) პრეზიდენტი (2016-2019).
შეხვედრების სამიზნე ჯგუფი: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები, სხვა დაინტერესებული პირები
სამუშაო ენა: ინგლისური
შეხვედრის განხორციელების განრიგი: 17.07.2025; 19:00 საათი
ფორმატი და ადგილი: პირისპირ, საკონფერენციო დარბაზი – 401