ვიზიტის ფარგლებში პროფესორი შეხვდა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანს, ქეთევან აფთარაშვილს და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, თეონა ხაჩიძეს.
EEU-სა და პანთეონის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა უნივერსიტეტის ერთობლივი ინიციატივით, გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: ჰუმანიტარული განათლება და „ტვინების გადინება“.
შეხვედრისას დიმიტრის ქრისტოპულოსმა განიხილა ჰუმანიტარული განათლების თანამედროვეობის გამოწვევები და ის საკითხები, რომლებიც სისტემურად უკავშირდება „ტვინების გადინების“ (Brain Drain) პრობლემას. პროფესორმა აღნიშნა, რომ თანამედროვე საზოგადოებას ჰუმანიტარული განათლება სჭირდებათ არანაკლებ, ვიდრე ტექნიკური ცოდნა, რადგან გლობალური გამოწვევების გადაწყვეტა მოითხოვს ღრმა ანალიტიკურ და ეთიკურ უნარებს.
ღონისძიების მეორე ნაწილი დისკუსიის ფორმატში წარიმართა — სპიკერმა EEU-ს სტუდენტებთან ერთად შეაჯამა და გააანალიზა ძირითადი საკითხები.