აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) მიერ ორგანიზებული ინტელექტუალურ-შემეცნებითი და გასართობი აქტივობების ციკლის ფარგლებში 29 მაისს, სკოლის მოსწავლეებისთვის გაიმართება ინტერაქციული და ინტელექტუალურ-გასართობი თამაში: ,,რებუსებისა და ფაზლის ტურნირი’’.
ტურნირის გამარჯვებულებისთვის დაწესებულია სპეციალური პრიზი: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში სწავლის 1125-ლარიანი ვაუჩერი.
,,რებუსებისა და ფაზლის ტურნირში’’ მონაწილეობის მსურველებმა გაიარეთ წინასწარი რეგისტრაცია.
განრიგი: 29 მაისი, 15:00 საათი