აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში ჩატარდა ბიზნესისა და ინჟინერიისა და განათლების მეცნიერებების ფაკულტეტების საბჭოების წევრთა არჩევნები.
აკადემიური პერსონალის საერთო კრებაზე გამართული კენჭისყრის შედეგად ფაკულტეტების საბჭოს წევრები გახდნენ:
განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის საბჭო: ირმა ბარბაქაძე, შალვა ტაბატაძე, გიორგი გახელაძე და მანანა ინასარიძე.
ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტის საბჭო: რევაზ ხასია და ნათია დაღელიშვილი.
ვლოცავთ თითოეულ მათგანს ფაკულტეტის საბჭოს წევრობას, ვუსურვებთ წარმატებებსა და ნაყოფიერ საქმიანობას.
არჩევნების შედეგები შეიძლება გასაჩივრდეს უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოში.
გასაჩივრების უფლება აქვს არჩევნებში მონაწილე კანდიდატს, საარჩევნო კომისიის წევრს და ამომრჩეველს. არჩევნების შედეგების გასაჩივრების მიზნით, დასაბუთებული საჩივარი უნდა გამოგზავნოთ უნივერსიტეტის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე info@eeu.edu.ge არჩევნების შედეგების გამოქვეყნებიდან 24 საათის განმავლობაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ საჩივრები არ მიიღება.