რიეკას უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (EFRI) გიწვევთ საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში – ‘’საერთაშორისო გარემო და ევროპული ინტეგრაცია’’, რომელიც ჩატარდება 4 – დან 15 – ივლისამდე რიეკაში, ხორვატიაში.
საზაფხულო სკოლა მიზნად ისახავს ეკონომიკის, სამართლის, პოლიტიკური მეცნიერებებისა და მათი მონათესავე მიმართულებების სტუდენტებისათვის ცოდნის მიწოდება/გაღრმავებას ეკონომიკური ინტეგრაციის თაობაზე ევროპაში, ასევე მის გავლენებზე ბიზნეს-გარემოს კუთხით, კერძოდ, კი როგორ გამოიყურება ეკონომიკური ინტეგრაციის წინაშე მდგარი სირთულეები და გამოწვევები ყოველდღიურობაში.
საერთაშორისო საზაფხულო სკოლა იწვევს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს ეკონომიკის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების მიმართულებებიდან.
მონაწილეები პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მიიღებენ 6 სასწავლო კრედიტს (ECTS).
საზაფხულო სკოლის ჩატარების ფორმატი: ჰიბრიდული – ონლაინ და ადგილზე დასწრებით.
სწავლება განხორციელდება ინგლისურ ენაზე.
რეგისტრაციისათვის მონაწილეებმა უნდა შეავსონ მითითებული სარეგისტრაციო ფორმა.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 15 ივნისი, 2022.
დამატებითი ინფორმაციისათვის საზაფხულო სკოლის შესახებ, ეწვიეთ ბმულს.