აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) უწყვეტი განათლების ცენტრისა (LLC) და EEU-ს ბიბლიოთეკის ორგანიზებით, 9 ოქტომბერს გაიმართა ტრენინგი საბიბლიოთეკო რესურსებისა და სერვისების გამოყენების შესახებ. ბიბლიოთეკით სარგებლობის წესი პირველკურსელ სტუდენტებს გააცნო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა, გვანცა კობახიძემ.
ტრენინგის ფარგლებში სტუდენტები გაეცნენ:
- საერთაშორისო სამეცნიერო ბაზების გამოყენების ტექნიკებს;
- საბიბლიოთეკო ელექტრონული კატალოგში რესურსების მოძიება/დაჯავშნის წესებს;
- EEU-ს ბიბლიოთეკით სარგებლობის წესებსა და სხვადასხვა საბიბლიოთეკო მხარდამჭერ სერვისებს;
შეხვედრის დასკვნითი ნაწილი დაეთმო პრაქტიკულ კომპონენტს. სამიზნე ჯგუფის წევრებმა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის საბიბლიოთეკო რესურსები და წიგნადი ფონდი (ციფრული და ბეჭდური) დაათვალიერეს და ბაზებში რესურსები მოიძიეს.
EEU-ს სტუდენტებისთვის საბიბლიოთეკო რესურსებისა და სერვისების შესახებ ტრენინგების ციკლი კვლავ გაგრძელდება.