აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინიციატივითა და უწყვეტი განათლების ცენტრის (LLC) ორგანიზებით 6 აპრილს, 19:00 საათზე გაიმართება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ევა გოცირიძის საჯარო ლექცია თემაზე: „გამოხატვის თავისუფლება – ევროპული სასამართლოს მიდგომები“.
შეხვედრის მიზანია გამოხატვის თავისუფლების შესახებ ცნობიერების ამაღლება.
სპიკერი: ევა გოცირიძე – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, სამართლის დოქტორი, პროფესორი
სამიზნე ჯგუფი: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები და თანამშრომლები;
სამუშაო ენა: ქართული;
საჯარო ლექციის განხორციელების განრიგი: 06.04.2023, 19:00 საათი;
ფორმატი და ადგილი: პირისპირ, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი, საკონფერენციო დარბაზი – 401.