სეულის ეროვნული უნივერსიტეტი (Seoul National University – SNU) აცხადებს სასტიპენდიო პროგრამას, რომელიც განკუთვნილია მოქმედი აკადემიური/სამეცნიერო პერსონალისთვის და ითვალისწინებს სეულის ეროვნულ უნივერსიტეტში სადოქტორო პროგრამებზე სწავლის სრულ დაფინანსებას.
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უნივერსიტეტების მოქმედ აკადემიურ/სამეცნიერო პერსონალს, რომლებიც:
- არ ფლობენ დოქტორის (Ph.D.) აკადემიურ ხარისხს;
- ფლობენ მინიმუმ მაგისტრის ხარისხს;
- დასაქმებულნი არიან უნივერსიტეტში აკადემიურ ან სასწავლო პოზიციაზე (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი, მკვლევარი, ლექტორი, ინსტრუქტორი და სხვა ეკვივალენტური აკადემიური პოზიცია);
- მიღებულნი იქნებიან SNU-ის 2027 წლის გაზაფხულის სადოქტორო პროგრამაზე.


