აქტივობა მიზნად ისახავს სტუდენტთა ჩართულობას ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებში და ასევე, თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას; უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შეფასების პროცესი წარიმართება იმიტირებულ გარემოში: სტუდენტები და კურსდამთავრებულები მოირგებენ უნივერსიტეტის წარმომადგენლის, ექსპერტისა და ავტორიზაციის საბჭოს წევრთა როლებს; შეისწავლიან დოკუმენტაციას და განახორციელებენ იმიტირებულ ვიზიტს ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, შეიმუშავებენ დასკვნას და ბოლოს, გაიმართება უსდ-ს ავტორიზაციის იმიტირებული საბჭოს სხდომა;
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის ორგანიზებით EEU განათლების მიმართულების პროგრამების სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის ახორციელებს უნივერსიტეტის ავტორიზაციის იმიტირებულ პროცესს.
წინამოსამზადებელი ეტაპი და ტრენერი:
აქტივობა მოიცავს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა ავტორიზაციის პროცესისთვის წინამოსამზადებელ შეხვედრებს, სადაც სამიზნე აუდიტორია გაეცნობა აქტივობის განხორციელების ინსტრუქციას და მოირგებს შესაბამის როლებს.
ტრენერი: ქეთევან აფთარაშვილი – EEU-ს ასოცირებული პროფესორი, განათლების მეცნიერებების დოქტორი, განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტი; უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს წევრი (NCEQE)
აქტივობის განხორციელების ვადები და პირობები:
- იმიტირებულ შეფასების პროცესში მონაწილეობისთვის 5 ივნისის ჩათვლით გაიარეთ წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე: https://forms.gle/1CGFJpgBToHpHHQS9
- სამიზნე ჯგუფი: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები
- ფორმატი: პირისპირ
- აქტივობის ფარგლებში სტუდენტები დააგროვებენ ბონუს ქულებს სასწავლო კურსისთვის: განათლების ხარისხის მართვა
- აქტივობის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.
საკონტაქტო ინფორმაცია
საკონტაქტო პირები:
- რუსუდან ჩერქეზიშვილი r.cherkezishvili@eeu.edu.ge
- თამარ თხელიძე tamar.tkhelidze@eeu.edu.ge
გისურვებთ წარმატებებს!