შორენა სამუშია (ასოცირებული პროფესორი)
მიმართულება : მეანგინეკოლოგია
შ.პ.ს. „ღია გული-საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის“ სამეანო-გინეკოლოგიურ დეპარტამენტის ხელმძღვანელი
შორენა სამუშიას აქვს მრავალწლიანი კლინიკური მუშაობის გამოცდილება. 2023 წლიდან დღემდე ხელმძღვანელობს შ.პ.ს. „ღია გული-საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის“ სამეანო-გინეკოლოგიურ დეპარტამენტს და მუშაობს მეან-გინეკოლოგად. 2016–2023 წლებში იყო შ.პ.ს. მე-5 კლინიკური საავადმყოფოს მეან-გინეკოლოგი და სამეანო განყოფილების უფროსი. წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა შ.პ.ს. სამშობიარო სახლი „ახალი სიცოცხლის“-ს გინეკოლოგიურ განყოფილებას.
შორენა სამუშიას მიღებული აქვს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სერტიფიკატი მეანობა-გინეკოლოგიის მიმართულებით. არის არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო კონფერენციისა და ვორკშოპის მომხსენებელი და პროფესიული განვითარების პროგრამების აქტიური მონაწილე.