flagEng
flagGeo
+995 32 248 01 41
info@eeu.edu.ge
Facebook
YouTube
  • EEU-ს შესახებ
    • რატომ EEU?
    • რექტორის მისალმება
    • მისია და განვითარების გეგმა
    • მართვა
      • რექტორი
      • წარმომადგენლობითი საბჭო
      • ვიცე-რექტორები
      • ადმინისტრაცია
      • კომიტეტები
      • სტრუქტურა
    • ხარისხის უზრუნველყოფა
    • აკადემიური პერსონალი
    • ინფრასტრუქტურა
    • იურიდიული ცნობარი
    • ახალი ამბები
      • სიახლეები
      • ვაკანსიები
  • განათლება
    • ფაკულტეტები
      • იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა
      • განათლების მეცნიერებები
      • ბიზნესი და ინჟინერია
      • ჯანდაცვის მეცნიერებათა
    • პროგრამები
      • საბაკალავრო პროგრამები
      • სამაგისტრო პროგრამები
      • ერთსაფეხურიანი პროგრამები (MD)
      • სადოქტორო პროგრამები
      • მასწავლებლის მომზადების პროგრამა
      • სასწავლო პროგრამების კატალოგი
    • უწყვეტი განათლება და სერვისები
    • აკადემიური უნარების განვითარების ცენტრი
    • მიღება
      • ბაკალავრიატი
      • მაგისტრატურა
      • დოქტორანტურა
      • სასერტიფიკატო
      • მობილობა
    • სემესტრული რეგისტრაცია
    • აკადემიური კალენდარი
    • გზამკვლევი
  • კვლევა
    • კვლევის სტრატეგია და ანგარიშები
    • სამეცნიერო კონფერენციები
    • გრანტები
      • მოზიდული გრანტები
      • შიდა საუნივერსიტეტო გრანტები
    • კვლევითი პროექტები
      • მიმდინარე
      • განხორციელებული
    • გამოცემები
    • სამეცნიერო ჟურნალი
    • კვლევითი ერთეულები
    • სადოქტორო კვლევები
      • სადოქტორო და უმაღლესი განათლების კვლევების განვითარების ცენტრი
      • დოქტორანტების ნაშრომები
      • დოქტორანტის გზამკვლევი
    • კვლევის ეთიკა
      • ეთიკის ნორმები და რეგულაციები
      • კვლევის ეთიკის კომიტეტი
    • სიახლეები
  • საერთაშორისო
    • ინტერნაციონალიზაცია
    • საერთაშორისო პარტნიორები
      • უნივერსიტეტები
      • ორგანიზაციები
    • გაცვლითი პროგრამები
    • სიახლეები
    • საერთაშორისო სტუდენტებისთვის
      • პროგრამები
      • სერვისები
      • Covid – 19
    • საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტი
  • ბიბლიოთეკა
    • ბიბლიოთეკის შესახებ
    • ელექტრონული კატალოგი
    • ელექტრონული რესურსები
      • საერთაშორისო მონაცემთა ბაზები
      • ინტერნეტ რესურსები
  • სტუდენტური ცხოვრება
    • სტუდენტური თვითმმართველობა
    • კლუბები
    • ომბუდსმენის ოფისი
    • დასაქმება
    • დაზღვევა
    • სპორტი
    • კურსდამთავრებულები
    • გალერეა
      • ფოტო
      • ვიდეო
  • კონტაქტი

სომხეთის სასტიპენდიო პროგრამა 2026-2027

სომხეთის სასტიპენდიო პროგრამა წარმოადგენს საერთაშორისო  გაცვლით სასტიპენდიო პროგრამას.

საქართველოს ყველა მოქალაქეს ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის და/ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელს, აქვს თანაბარი უფლება ისარგებლოს სასტიპენდიო პროგრამით, ამავე პროგრამით დადგენილი პირობების შესაბამისად, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, სქესისა, ენისა, რელიგიისა, პოლიტიკურ ან სხვა შეხედულებისა, ეროვნული ან სოციალური წარმოშობისა, ქონებრივი მდგომარეობისა, დაბადების ადგილისა ან სხვა ნიშნისა.

პროგრამის მიხედვით სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისათვის ყველა მიმართულებით  წლიურად გაიცემა 10 სტიპენდია. პროგრამის ფარგლებში სომხეთის მხარე გამარჯვებულ კანდიდატებს უზრუნველყოფს:

  • სომხეთის სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასურისგან გათავისუფლებით არაუმეტეს 1 000 000 სომხური დრამის ოდენობით;
  • ყოველთვიური სტიპენდიით, სომხეთის რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არაუმეტეს 50 000 სომხური დრამისა;
  • სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში განთავსებით;
  • ბიბლიოთეკებით, არქივებით, ლაბორატორიებითა და სხვა აკადემიური რესურსებით სარგებლობის უფლებით.

კონკურსანტმა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა შეავსოს სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი სააპლიკაციო ფორმები. განაცხადის წარმოდგენა შესაძლებელია სპეცლიაური ელექტრონული სარეგისტრაციო სისტემის მეშვეობით (https://studyabroad.mes.gov.ge). ელექტრონულ სისტემაში განაცხადის წარმოდგენით სტუდენტი გამოხატავს თანხმობას, რომ სამინისტრომ პროგრამის მიზნებისათვის, საჭიროებისამებრ დაამუშაოს მისი (მონაცემთა სუბიექტის) პერსონალური მონაცემები „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მათ შორის შერჩეული კანდიდარების მონაცემებს გადასცემს სომხეთის მხარეს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ბაკალავრის აკადემიური ხარისხი
  • ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა

შენიშვნა: სამინისტროს მიერ შერჩეული და ნომინირებული კანდიდატის ჩარიცხვის საფუძველია შესაბამისი სომხური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების თანხმობა. კანდიდატი ვალდებულია დაადასტუროს სასწავლო პროგრამის სწავლების ენის – ინგლისური ან რუსული ენის – სათანადო ცოდნა. საჭიროების შემთხვევაში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე/ჩარიცხვამდე, კანდიდატს შესაძლოა ჩაუტარდეს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ორგანიზებული შიდა გამოცდა ან გასაუბრება

წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:
  • პასპორტის ასლი;
  • ოთხი ფოტოსურათი (3×4);
  • CV- ინგლისურ ან რუსულ ენაზე;
  • ბაკალავრის აკადემიური საფეხურის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ნიშნების ფურცელთან ერთად, თარგმნილი და საერთაშორისო წესით დამოწმებული (აპოსტილით);
  • ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შესახებ სამედიცინო ცნობა (ცნობა შესაძლოა გაცემული იყოს, ასევე სომხეთის რესპუბლიკის სამედიცინო დაწესებულების მიერ);
  • შევსებული განაცხადის ფორმა №1 და განაცხადის ფორმა №2

სასწავლო პროგრამებისა და სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სრული ჩამონათვალი ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://fs.emis.am/institution

შენიშვნა: პროგრამის ფარგლებში კანდიდატებს შეუძლიათ განაცხადის გაკეთება სომხეთის ყველა სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, გარდა:

  • French University in Armenia;
  • Russian-Armenian University;
  • American University of Armenia.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 30 ივლისის ჩათვლით.

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი MediKlick 2026 საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენაზე ინდოეთში
ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში მონაწილე EEU-ს სტუდენტთა შერჩევა დაიწყო!

სწრაფი ბმულები

უწყვეტი განათლების ცენტრი

FAQs

პედაგოგის ბაზა - EEU-EL

სტუდენტის ბაზა EEU-EL

საერთაშორისო პარტნიორები

დასაქმება

ბიბლიოთეკა

კონტაქტი

კამპუსი 1: ქ. თბილისი, ი. ენუქიძის ქ. 6 (დავით აღმაშენებლის ხეივანი, ამერიკის საელჩოს მიმდებარედ)
კამპუსი 2: ქ. თბილისი, ტ. ფუტკარაძის ქ. 1
+995 32 248 01 41;
info@eeu.edu.ge
Email
Facebook
YouTube
© 2021 East European University