აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) სტუდენტური კლუბების “Neurozeal” და „სპორტისა და კულტურის საზოგადოების“ კოლაბორაციითა და ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, 2026 წლის 23 იანვარს, 12:00 საათზე, EEU დიდ საკონფერენციო დარბაზში გაიმართება საგანმანათლებლო-სახალისო აკადემიური შეჯიბრი სპორტული ტრავმების შეფასება და მართვა, რომელიც განკუთვნილია დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის სტუდენტებისთვის და ყველა დაინტერესებული პირისთვის.
ღონისძიების მიზანია ნეირო-ძვალ-კუნთოვანი სისტემების ირგვლივ სტუდენტების კლინიკური აზროვნების, დიაგნოსტიკური და გუნდური მუშაობის უნარების გაძლიერება. ღონისძიება განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სპორტთან დაკავშირებული ტრავმებს, განსაკუთრებით თავის ტვინისა და ძვალ-კუნთ-სახსროვანი სისტემის დაზიანებებს, რომელიც ხშირია სპორტსმენებში. მათი ადრეული ამოცნობა, ზუსტი დიაგნოსტიკა და დროული მართვა გადამწყვეტია გრძელვადიანი გართულებების პრევენციისთვის.
ღონისძიების თემატიკა:
- სტუდენტების მიერ წარმოდგენილი პრეზენტაცია – სპორტთან დაკავშირებული თავის ტვინის ტრავმების ფოკუსირებული განხილვა, ტვინის შერყევის (კომოცია) ამოცნობა, მოედანზე ტრავმების პირველადი მართვა და სპორტში დაბრუნების პროტოკოლები;
- მრავალ რაუნდიანი ქვიზ-გამოწვევა – ქვიზების დროით შეზღუდული რაუნდები, რომლებიც მოიცავს ნეირო-ძვალ-კუნთოვანი მიმართულების საბაზისო მეცნიერებებს, პათოფიზიოლოგიას და კლინიკურ-დიაგნოსტიკურ მეცნიერებებს;
- ინტეგრირებული ვიზუალური სავარჯიშო – ანატომიური სტრუქტურების პრაქტიკული იდენტიფიკაცია, გამოსახულებებზე დაფუძნებული სწრაფი დიაგნოსტიკა (CT, MRI, რენტგენოგრაფია) და კლინიკური ნიშნების ამოცნობა.
თარიღი და დრო: 23 იანვარი, 12:00 საათი
ფორმატი და ადგილი: პირისპირ, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი, საკონფერენციო დარბაზი – 401
ღონისძიებაზე დასასწრებად გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/Tw8R9GdMgEh6a3xr9
დამატებითი ინფორმაციისთვის ან კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.


