აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, 2026 წლის 5 აპრილს, სტუდენტებისთვის გაიმართა ერთდღიანი გასვლითი ტური, რომლის მიზანს წარმოადგენდა სტუდენტებს შორის ურთიერთობების გაღრმავება, არაფორმალური საგანმანათლებლო გარემოს ხელშეწყობა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა.
ტურის ფარგლებში მონაწილეებმა მოინახულეს საქართველოს კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობის მქონე ლოკაციები: უფლისციხე და ატენის ხეობა, რაც მათ შესაძლებლობას აძლევდა ადგილზე გაცნობოდნენ ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიულ და კულტურულ კონტექსტს.
გასვლითი ღონისძიება დატვირთული იყო სხვადასხვა გასართობი აქტივობით, რომელმაც შექმნა მონაწილეებს შორის მეგობრული გარემო.












