
სტუდენტური ომბუდსმენის ოფისი არის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც 2020 წლიდან შეიქმნა. ოფისის საქმიანობის მიზანია ხელი შეუწყოს უნივერსიტეტის სტუდენტთა კონსულტირებას, დახმარებას, სტუდენტების ინტერესების, უფლებებისა და თავისუფლებების დაცვასა და მათი დარღვევის ფაქტების გამოვლენას. ასევე, დარღვეული უფლების აღდგენას საქართველოს კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის შიდა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესის შესაბამისად; ომბუდსმენის ოფისი სტუდენტთა უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ ატარებს საინფორმაციო და საგანმანათლებლო აქტივობებს/ღონისძიებებს (ტრენინგები, საჯარო ლექციები და ა.შ.);