აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში (EEU) ცხადდება საზაფხულო სკოლა სადოქტორო საფეხურზე სწავლით დაინტერესებული პირებისთვის აკადემიური და კვლევითი უნარების განვითარების საკითხებზე.
კურსი აერთიანებს თეორიულ და მეთოდოლოგიურ ტრენინგს და მიზნად ისახავს, სადოქტორო პროგრამით დაინტერესებული კანდიდატების მომზადებას სადოქტორო სწავლებისათვის.
სადოქტორო საზაფხულო სკოლა ორგანიზებულია EEU-ს განათლების მეცნიერებების ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მიდლსექსის უნივერსიტეტის განათლების დეპარტამენტის მხარდაჭერით.
საზაფხულო სკოლა დაფინანსებულია აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის მიერ.
საზაფხულო სკოლას გაუძღვება დოქტორი პოლ გიბსი – მიდლსექსის უნივერსიტეტის უმაღლესი განათლების ემერიტუსი პროფესორი, EEU-ს პროფესორი, განათლების მეცნიერებების სადოქტორო პროგრამის, სადოქტორო და უმაღლესი განათლების კვლევების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი EEU-ში,.
კურსის ხანგრძლივობა: 18/07/2022 წ. – 24/07/2022 წ.
სამუშაო ენა: ინგლისური
საზაფხულო სკოლაში ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. საზაფხულო სკოლის წარმატებულ კურსდამთავრებულებს ეძლევათ შესაძლებლობა, EEU-ს განათლების მეცნიერებების ინგლისურენოვან სადოქტორო პროგრამაზე მისაღები გამოცდები ჩააბარონ წარმატებით და მოიპოვონ საუნივერსიტეტო დაფინანსება.
კურსზე რეგისტრაციისთვის ბმული: https://forms.gle/kmGLbtqViS1T1rRg8
კურსზე რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2022 წლის 8 ივლისი


