2023 წლის 25 მაისს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს (EEU) ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოდან დოქტორი ფარანგი (MBBS, MD, FRCP, MPhil, PG cert Med Ed) ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში დოქტორი ფარანგი ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის სტუდენტებს შეხვდება და დეტალურად გააცნობს ინფორმაციას დიდ ბრიტანეთში კარიერის გაგრძელების შესაძლებლობის შესახებ, კერძოდ:
- PLAB გამოცდებისთვის მომზადებისა და რეგისტრაციის პროცედურები;
- F1 და F2 საფეხურების გავლისა და შემდგომი დასაქმების პერსპექტივები;
შეხვედრის განრიგი: 25 მაისს, 16:00 საათზე
ფორმატი: პირისპირ
ლოკაცია: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი კამპუსი 1, აუდიტორია 401 (დიდი საკონფერენციო დარბაზი)