flagEng
flagGeo
+995 32 248 01 41
info@eeu.edu.ge
Facebook
YouTube
  • EEU-ს შესახებ
    • რატომ EEU?
    • რექტორის მისალმება
    • მისია და განვითარების გეგმა
    • მართვა
      • რექტორი
      • წარმომადგენლობითი საბჭო
      • ვიცე-რექტორები
      • ადმინისტრაცია
      • სტრუქტურა
    • ხარისხის უზრუნველყოფა
    • აკადემიური პერსონალი
    • ინფრასტრუქტურა
    • იურიდიული ცნობარი
    • ახალი ამბები
      • სიახლეები
      • ვაკანსიები
  • განათლება
    • ფაკულტეტები
      • იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა
      • განათლების მეცნიერებები
      • ბიზნესი და ინჟინერია
      • ჯანდაცვის მეცნიერებათა
    • პროგრამები
      • საბაკალავრო პროგრამები
      • სამაგისტრო პროგრამები
      • სადოქტორო პროგრამები
      • მასწავლებლის მომზადების პროგრამა
      • სასწავლო პროგრამების კატალოგი
    • უწყვეტი განათლება
    • მიღება
      • ბაკალავრიატი
      • მაგისტრატურა
      • დოქტორანტურა
      • სასერტიფიკატო
      • მობილობა
    • სემესტრული რეგისტრაცია
    • აკადემიური კალენდარი
    • გზამკვლევი
  • კვლევა
    • კვლევის სტრატეგია და ანგარიშები
    • სამეცნიერო კონფერენციები
    • გრანტები
      • მოზიდული გრანტები
      • შიდა საუნივერსიტეტო გრანტები
    • კვლევითი პროექტები
      • მიმდინარე
      • განხორციელებული
    • გამოცემები
    • სამეცნიერო ჟურნალი
    • კვლევითი ერთეულები
    • სადოქტორო კვლევები
      • სადოქტორო და უმაღლესი განათლების კვლევების განვითარების ცენტრი
      • დოქტორანტების ნაშრომები
      • დოქტორანტის გზამკვლევი
    • კვლევის ეთიკა
      • ეთიკის ნორმები და რეგულაციები
      • კვლევის ეთიკის კომიტეტი
    • სიახლეები
  • საერთაშორისო
    • ინტერნაციონალიზაცია
    • საერთაშორისო პარტნიორები
      • უნივერსიტეტები
      • ორგანიზაციები
    • გაცვლითი პროგრამები
    • სიახლეები
    • საერთაშორისო სტუდენტებისთვის
      • პროგრამები
      • სერვისები
      • Covid – 19
    • საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტი
  • ბიბლიოთეკა
    • ბიბლიოთეკის შესახებ
    • ელექტრონული კატალოგი
    • ელექტრონული რესურსები
      • საერთაშორისო მონაცემთა ბაზები
      • ინტერნეტ რესურსები
  • სტუდენტური ცხოვრება
    • სტუდენტური თვითმმართველობა
    • ომბუდსმენის ოფისი
    • დასაქმება
    • დაზღვევა
    • სპორტი
    • კურსდამთავრებულები
    • გალერეა
      • ფოტო
      • ვიდეო
  • კონტაქტი

UNDP-სა და COBERM-ის საგრანტო კონკურსი კონფლიქტით დაზარალებულ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენასა და შერიგების მიმართულებით

UNDP და გაერთიანებული სამეფოს ფონდი მდგრადი მშვიდობისთვის (COBERM-ის დამატებითი ფინანსური მექანიზმი) აცხადებს საგრანტო განაცხადების კონკურსს  ინოვაციურ საპროექტო იდეებზე  სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, მათ შორის რეგისტრირებული ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, ფონდებისა და აკადემიური დაწესებულებებისთვის.

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი ინიციატივა COBERM-ი ადრეული რეაგირების მექანიზმია, რომელიც კონფლიქტებით დაზარალებულ თემებს შორის ნდობის აღდგენას ემსახურება. COBERM-ი მხარს უჭერს სწრაფად განხორციელებად და კონკრეტულ სამოქალაქო ინიციატივებს, რომელთაც წვლილი შეაქვთ კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებაში. COBERM-ის მიზანია კონფლიქტით დაზარალებულ თემების შორის ნდობის აღდგენის შესაძლებლობებისა და მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშემწყობი გარემოს შექმნა.

კონკურსის მიზანია ისეთი საპროექტო წინადადებების გამოვლენა, რომლებიც:
კონკურსის პირობები:
პროექტის იდეის წარდგენის საბოლოო ვადა:
პროექტის იდეის წარდგენა:
კონკურსის მიზანია ისეთი საპროექტო წინადადებების გამოვლენა, რომლებიც:
  • მიმართულია მზარდ და გრძელვადიან თანამშრომლობაზე;
  • მოახდენს თვალსაჩინო დადებით ზეგავლენას კონფლიქტით დაზარალებულ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენაზე;
  • შექმნის ხელსაყრელ პირობებს მშვიდობის მშენებლობასა და შერიგებისთვის.
უპირატესობა მიენიჭება:

  • ინიციატივებს, რომლებიც მოიცავენ გრძელვადიანი თანამშრომლობის პერსპექტივებს, გააძლიერებენ ექსპერტებს, პროფესიონალებს, ადგილობრივ ორგანიზაციებსა და  კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ თემებს შორის კონტაქტებს,  მშვიდობიანი გარემოს ხელშეწყობის მიზნით;
  • ინიციატივებს, შემდეგ პრიორიტეტულ სფეროებში (არა მხოლოდ): ჯანდაცვა, გარემოს დაცვა, განათლება, კულტურა, თანამედროვე ტექნოლოგიები, გენდერული საკითხები და ინიციატივები, რომლებიც ხელს უწყობენ გაერო-ს უშიშროების საბჭოს 1325 რეზოლუციით (ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება) განსაზღვრული მიზნების მიღწევას;
  • ინიციატივებს, რომლებიც გვთავაზობენ ახალ მიდგომებს, მოიცავენ ფართო თემატურ სპექტრს და/ან პასუხობენ კონფლიქტით დაზარალებული საზოგადოებების წინაშე არსებულ გამოწვევებს;
  • ინიციატივებს, რომლებიც გვთავაზობენ შიდა საზოგადოებრივ დისკუსიებს ნდობის აღდგენის თემებზე, ყალბი ახალი ამბებისა და დეზინფორმაციის გამოვლენასა და სიძულვილის ენის თავიდან აცილებაზე და სტერეოტიპების შეცვლაზე, რაც მიზნად ისახავს განწყობებისა და ქმედებების პოზიტიური მიმართულებით შეცვლას, ამყარებს მშვიდობის მშენებლობის საფუძველს და უზრუნველყოფს სამშვიდობო ინიციატივების გაძლიერებას  ადგილობრივი საზოგადოების მიერ;
  • ინიციატივებს ძლიერი ანალიტიკური და/ან აკადემიური კვლევის კომპონენტით სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების, აკადემიური წრეების, ექსპერტებისა  და სხვა რელევანტური ინსტიტუტების მხრიდან;
  • ინიციატივები, რომლებიც საზოგადოების შიდა კონფლიქტის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრას ისახავენ მიზნად და შეიცავენ კონფლიქტის პრევენციის ძლიერ ელემენტებს, ასევე მიიღება მხედველობაში.
კონკურსის პირობები:
  • ერთი ორგანიზაციის მიერ მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს  120,000 აშშ დოლარს.
  • სამ წელზე ნაკლები გამოცდილების მქონე ორგანიზაციის დაფინანსების ზედა ზღვარს კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრავს სამეთვალყურეო საბჭო.
  • რეკომენდებულია განმცხადებლის მიერ თანადაფინანსების შემოთავაზება.
  • პროექტის მაქსიმალური ხანგრძლივობაა: 12 თვე (გაგრძელების პერსპექტივით).
პროექტის იდეის წარდგენის საბოლოო ვადა:
პროექტის იდეების მიღების ვადაა 2020 წლის 18 დეკემბერი, 18.00 საათი; ვადის გასვლის შემდეგ წარდგენილი განაცხადები არ მიიღება. 
პროექტის იდეის წარდგენა:

თუ გაქვთ პროექტის იდეა, რომელიც წვლილს შეიტანს COBERM -ის მიზნების მიღწევაში, შეავსეთ  საპროექტო იდეის სტანდარტული ფორმა (იხილეთ დანართი 1) და წარმოადგინეთ ელექტრონულად, შემდეგ მისამართზე:  coberm@undp.org

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://procurement-notices.undp.org/view_notice.cfm?notice_id=72744&fbclid=IwAR0zDhjD-G0whJ-HoJQmBhoB6OZpZaXWaRt4sVmu7JXlHom685MBpeD9vCc

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტსა და შჩეჩინის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
Online საინფორმაციო შეხვედრა: EEU-ის საერთაშორისო თანამშრომლობა და გაცვლითი პროგრამების საკონკურსო პროცედურები

სწრაფი ბმულები

უწყვეტი განათლების ცენტრი

FAQs

პედაგოგის ბაზა - EEU-EL

სტუდენტის ბაზა EEU-EL

საერთაშორისო პარტნიორები

დასაქმება

ბიბლიოთეკა

კონტაქტი

კამპუსი 1: ქ. თბილისი, ი. ენუქიძის ქ. 6 (დავით აღმაშენებლის ხეივანი, ამერიკის საელჩოს მიმდებარედ)
კამპუსი 2: ქ. თბილისი, ტ. ფუტკარაძის ქ. 1
+995 32 248 01 41;
info@eeu.edu.ge
Email
Facebook
YouTube
© 2021 East European University